in ,

2024 წელს რეკლამებში იუმორი უნდა დააბრუნოთ!

ამაში Rock Star-ის კამპანიაც დაგარწმუნებთ…

ნოემბერში გავიგეთ, რომ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალს 2024 წელს იუმორის კატეგორია დაემატებოდა. ეს ამბავი BBDO Worldwide-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ენდრიუ რობერტსონმა ფესტივალზე სიტყვით წარდგენისას შეგვატყობინა — თუ ბრენდს რეალურად სურს, სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს, ჩვენ იმაზე მეტის გაკეთება უნდა შეგვეძლოს, ვიდრე უბრალოდ ადამიანების გაცინებაა.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინდუსტრია ბოლო წლებში მსგავსი კონტენტის მკვეთრ ვარდნას განიცდიდა. აქ კი დიდი როლი ითამაშა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და შემდგომში პანდემიამ — 2022 წელს კანის ლომების 10 ნამუშევრიდან მხოლოდ 1 იყო იუმორისტული. თუმცა ამასთან, რობერტსონს ნამდვილად კარგად ესმის ჩვენი, რომ რეკლამის განმთავსებლებს არ სურთ, თვალი დახუჭონ იმაზე, რაც გარშემო ხდება… მიუხედავად ამისა, Erich&Kallman-ის დამფუძნებელი ერიკ კალმანი გვეუბნება, რომ:

იუმორია სწორედ ის, რაც ადამიანებს ამახსოვრდებათ და რის გამოც ბრენდი მოსწონთ.

ეს აბსოლუტურად მართალია და ამაზე Oracle-ის მონაცემებიც მოწმობს — მომხმარებელთა 90% ამბობს, რომ უფრო მეტად სახალისო რეკლამები ამახსოვრდება, ხოლო 72% კონკურენციის პირობებში უპირატესობას იმ ბრენდებს ანიჭებს, რომლებიც იუმორისტულ რეკლამებს სთავაზობს მათ. 

ერთ-ერთი რამ, რაც იუმორის შესახებ უნდა გააანალიზოთ, ის არის, თუ რამდენად ეფექტურია იგი ბარიერების რღვევაში, ადამიანებთან იმგვარი კავშირის შექმნაში, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი გზავნილი გაავრცელოთ, — განმარტავს რობერტსონი.

ამის წარმატებულ მაგალითს ტექნოლოგიური კომპანია Workday გვთავაზობს. Rock Star-ის კამპანია 2023 წლის Super Bowl-ის საუკეთესო რეკლამებს შორისაც მოხვდა და აქ რეალურ როკვარსკვლავებს იხილავთ: ოზი ოსბორნი, ჯოან ჯეტი, ბილი აიდოლი და სხვები კომპანიაში მომუშავე იმ ადამიანებს დასცინიან, რომლებიც ერთმანეთს Rock Stars-ს უწოდებენ.

თანამშრომლებისთვის rock stars-ის დაძახება ინსაითია, ის არის, რაც ბევრ ჩვენგანს გაუკეთებია და ახლა ეს გამოვცადეთ. გვინდოდა, მოგვეყოლა რეალური ამბავი, რომელიც Workday-ის ხმასა და ძირითად ღირებულებებს ესადაგება, — აცხადებს ემა ჩალვინი, Workday-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

ბუნებრივია, იუმორი, შესაძლოა, თქვენს ბრენდს ან გზავნილს სულაც არ ესადაგებოდეს, თუმცა რობერტსონი იმედოვნებს, რომ მაინც შეძლებთ, ამ ვარაუდს რაღაც მოუხერხოთ. იგი ცუდ დროშიც კი სასარგებლოდ თვლის იუმორის გამოყენებას, რადგან ეს ადამიანებს თავს კარგად აგრძნობინებს…

7 სტრატეგია საინვესტიციო რისკების შესამცირებლად

ტაიგერ ვუდსი და Nike აღარ ითანამშრომლებენ