ამან შეიძლება რაღაც სრულიად ახალი გვითხრას ჩვენ მსგავს მზის სისტემებზე — მეცნიერებმა დამაინტრიგებელ ტყუპ გიგანტებს მიაგნეს, რომლებიც მზის მსგავსი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობენ. ვარსკვლავ HIP 104045-ს, როგორც ჩანს, სულ მცირე ორი სამყარო აქვს, ერთი იუპიტერის მასის ნახევარია, ხოლო მეორე ნეპტუნის მასაზე დაახლოებით 2.5-ჯერ მეტი.
ეს აღმოჩენა დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად მრავალფეროვანია სისტემები, რომლებიც მზის მსგავსი ვარსკვლავების ირგვლივ მოძრაობენ. მსგავსად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მეორე დედამიწასაც იპოვიან. უახლესი კვლევის თანახმად, პლანეტარული სისტემის არქიტექტურა დიდ როლს თამაშობს დედამიწის დასახლებაში, ხოლო ასტეროიდები და კომეტები მას მისთვის საჭირო გარკვეულ ინგრედიენტებს აწვდის.
აქ იუპიტერსაც უდიდესი როლი ენიჭება, რადგან იგი შიდა მზის სისტემას პატარა ასტეროიდებისგან იცავს, აქ ასტეროიდების სარტყელიც კი შეგვიძლია ვახსენოთ… ხოლო კითხვაზე, სად უნდა ვეძებოთ სიცოცხლე, პასუხის გაცემაში იუპიტერის მსგავს პლანეტებზე დაკვირვება ძალიან დაგვეხმარება.
„იუპიტერის ანალოგები უმეტესად ფორმირდება მზის სისტემის მახლობლად, მეტალებით სავსე ვარსკვლავების ირგვლივ და გასაოცარია, რომ პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი დაბალი მასის მქონე პლანეტები, შესაძლოა, გავრცელებული იყოს იმ ვარსკვლავების ირგვლივ, რომლებიც ცივ იუპიტერს მასპინძლობენ. ამრიგად, შეიძლება, დედამიწისნაირი პლანეტები მზის მსგავსი ვარსკვლავების ირგვლივ ვეძებოთ“, — აცხადებენ ასტრონომები.
HIP 104045-ის შემთხვევაში მისი მეტალის შიგთავსი ძალიან ემთხვევა მზის შიგთავსს. ის დაახლოებით 4.5 მილიარდი სინათლის წლისაა მაშინ, როცა მზის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4.57-ს უდრის… ხოლო, როცა ვარსკვლავის სინათლე გაანალიზეს, აღმოაჩინეს, რომ იქ ერთი კი არა, ორი სამყაროს კვალი არსებობდა.
პირველ სამყაროს იუპიტერის ანალოგად მიიჩნევენ — ის ეგზოპლანეტაა, რომელიც იმ როლს ირგებს, რომელსაც ჩვენს მზის სისტემაში თავად იუპიტერი. მეორე ეგზოპლანეტას კი სუპერ ნეპტუნსაც უწოდებენ, ფიქრობენ, რომ იგი ჩვენი მსგავსი ნაკლებადაა, მაგრამ აირებით სავსეა. ე. წ. ოპტიმისტურ საცხოვრებელ ზონად თვლიან, თუმცა იგი ჩვენსა და მის ვარსკვლავს შორის არ გაივლის, რის გამოც მისი ატმოსფეროს გაანალიზების შანსი არ გვაქვს.
მართალია, სუპერ ნეპტუნის არსებობა დედამიწის მსგავსი პლანეტის აღმოჩენის იდეას ცივ წყალს ასხამს, მაგრამ იუპიტერის ანალოგი გვთავაზობს, რომ ჩვენი ტყუპი სადღაც შეიძლება იმალებოდეს… სწორედ ამიტომ, მეცნიერები კვლევას აგრძელებენ.