in

თიბისის ტექნოლოგიურ გუნდს იური სემენიხინი შეუერთდა!

სულ ცოტა ხნის წინ, თიბისის ტექნოლოგიურ გუნდში იური სემენიხინმა ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილის პოზიცია დაიკავა. იური სემენიხინს მარკეტერის მკითხველი კარგად იცნობს. ის ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ექსპერტთა შორის 56-ე ადგილს იკავებს. 2018 წელს, PopxSpotlight-ის სცენიდანაც დაგვამახსოვრა თავი, როცა გვიამბო, თუ „რატომ უნდა წავიდეთ ღრუბლებში“ ანუ Cloud ტექნოლოგიებისკენ. წლების განმავლობაში, ის „ევროპაბეთის“ IT დირექტორი და „ბეტსსონის“ IT არქიტექტორების საბჭოს მრჩეველი იყო. ახლა კი, თიბისის გუნდთან ერთად, მასშტაბურ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე მუშაობს.

„მწვერვალების დაპყრობა მიყვარს, ადრენალინზე დამოკიდებული ადამიანი ვარ. სულ მივისწრაფი ახალი გამოწვევებისკენ, სადაც საქმის ასაწყობად დიდი ბრძოლაა საჭირო. თავით ვარ ხოლმე გადაშვებული საქმეში და სწორედ რთული დაბრკოლებები მინთებს თვალებს“.

M: რა იყო ყველაზე მიმზიდველი თიბისის წინადადებაში, რამაც მათ გუნდთან თანამშრომლობა გადაგაწყვეტინა?

სამსახურიდან წამოსულს, უბრალოდ, დასვენება მქონდა გადაწყვეტილი, როდესაც თიბისიდან დამიკავშირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა კარგად დამესვენა, ადრენალინი კვლავაც მომეძალა და ვცდუნდი. თიბისისთან მანამდეც მქონია ხანგრძლივი ურთიერთობა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ისინი საკმაოდ კარგად მიცნობდნენ და ცოდნის გაზიარების პრაქტიკაც გვქონდა.

ერთხელაც, მივიღე შემოთავაზება თიბისის გუნდისგან. პირველი, რამაც მომხიბლა თავად ის გამოწვევები იყო, რის წინაშეც ახლა თიბისის გუნდი დგას. კომპანია ახლა სიღრმისეულ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გადის. რაც მთავარია, ამის სურვილი და ინიციატივა თავად მაღალი მენეჯმენტიდან მოდის.

ჩემი მიდგომა შედეგზეა ორიენტირებული. მე მომართული ვარ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც თანამშრომელი თავს ბედნიერად და რეალიზებულად იგრძნობს და შედეგად, სარგებელს მოუტანს კომპანიას. ამის მიღწევა არც ისე მარტივია ხოლმე, თუკი მარტოს გიწევს კეთება. საჭიროა, რომ ასეთი ხედვა იყოს მთლიანად კომპანიაში და მთელი გუნდი ამ მიმართულებით მოძრაობდეს. თიბისის შემთხვევაში სწორედ ეს მომეწონა განსაკუთრებით, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ინიციატორი არა IT განყოფილება, არამედ თავად ხელმძღვანელობა იყო. ძალიან კარგია, როცა თავად კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, ამ გეზით მიდის და ეს ბიზნესღირებულებად მიაჩნია. ეს სრულიად საპირისპიროა იმ სტერეოტიპისა, როცა მიიჩნეოდა, რომ ბანკი მძიმე და მოუქნელი ინსტიტუციაა.

M: შენი კარიერული გამოცდილებიდან და საქმისადმი სპორტული გამომდინარე, როგორ შეაფასებდი – რამდენად წინ გადადგმული ნაბიჯია შენთვის, როგორც პროფესიონალისთვის, თიბისის გუნდში შესვლა?

ჩემთვის, ეს ცალსახად უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლაა. ვიცი, რომ მე შემიძლია ბევრი რამ შევცვალო იმ გარემოში, სადაც ვარ. აქ მთავარი ისაა, სად ვიქნები და სად განვახორციელებ ამ იდეებს. რატომ ფინანსური ინსტიტუტი? იმიტომ, რომ ჩემი ხედვით, ამ ინდუსტრიას ყველაზე მეტად სჭირდება. ზოგადად, ბანკებს დიდი ხნის მანძილზე უამრავ სტეროტიპთან უწევდათ გამკლავება. ახლა კი, ამ საკითხების სრულიად ახლებურად დანახვა გარდასახვაში დაეხმარებათ. ჩემთვის, ძალიან საინტერესოა ამ პროცესებში მონაწილეობა.

M: როგორ წარმოგიდგენია თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, შენთან თანამშრომლობის შედეგად?

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სულ ცოტა ხნის წინ შემოვუერთდი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ხედვა და გეგმა სრულადაა ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, დიდი სურვილი მაქვს კულტურის ცვლილებაში შევიტანო წვლილი. არ ვამბობ, რომ მე შევცვლი კულტურას – მე ჩემს წვლილს შევიტან. მეორეა კომპეტენციები – დიდი სურვილი მაქვს, რაც შეიძლება ნაკლებად ვიყოთ მესამე პირებზე დამოკიდებულები, შიდა კომპეტენციების გაძლიერება კი სწორედ ამის წინაპირობაა. როდესაც ექსპერტული ცოდნა მაღალია, გადაწყვეტილების მიღება მარტივია და გაქვს კიდეც ამ გადაწყვეტილების აღმსრულებელი მძლავრი რესურსი – ამაზე მუშაობა კიდევ უფრო მეტადაა საჭირო. თიბისის აქვს ძვირფასი გუნდური კაპიტალი. მას ჰყავს ვარსკვლავები, რომლებსაც პოტენციალის უფრო მეტად გამოვლენა სჭირდებათ.

გეგმები დიდია და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია დამაჯერებლად ვთქვა, რომ ყველაფერი შედეგიანად წარიმართება

 

[R]

Netflix-მა გააუქმა ფუნქცია, რომელიც ფილმების არჩევაში გვეხმარებოდა

ახალ მინილაზერს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის საძიებლად გამოიყენებენ