in

იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლიებული სერვისები

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს განახლებული სერვისები შესთავაზა, ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა ცენტრში არსებული იურიდიული, სოციალური, ფინანსური, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტესტირების მიმართულებების სიახლეები.

მოწვეულ სტუმრებს, ვიდეორგოლის სახით წარედგინა ახალი პროდუქტი – „წარმატების ფორმულა“. ცენტრის დირექტორის, ნუგზარ კაკულიას განცხადებით, ახალი პროდუქტი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის კომპლექსური შეთავაზება, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე არის ორიენტირებული.

იუსტიციის სასწავლო ცენტრის განახლებული, კომპლექსური შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა ორგანიზაციული განვითარებისთვის. სიახლე ითვალისწინებს საჯარო და კერძო სექტორში ეფექტიანი მართვისა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული მომსახურების სტანდარტის გაუმჯობესებას. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. იუსტიციის სასწავლო ცენტრის პრეზენტაცია განახლებული სერვისების შესახებ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში გაიმართა.

GIPA-ს სამთო სათხილამურო შეჯიბრების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ახალი მეთოდი, რომ დალიო რძე