in

„ცვლილება“ – 17 წლის ივა სალუქვაძის ფონტი

ივა სალუქვაძე 17 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამ სფეროში უკვე 4 წელია, საქმიანობს.

13 წლის რომ ვიყავი, მაშინ დავინტერესდი დიზაინით და მას მერე მუდმივ განვითარებაში ვარ. ძირითადად, ვმუშაობ ბრენდულ იდენტობებსა და ლოგოებზე, – გვიყვება ის.

ბოლო დროს, სურდა მორიგი ფონტის გაკეთება და ვერ იცლიდა, რადგან იმ პოსტერების სერიაზე მუშაობდა, ჯერ რომ არ გამოუქვეყნებია. ეს ფონტიც ამ პოსტერების სტილშია გაკეთებული, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია მისი ძირითადი ნამუშევრებისგან.

სახელწოდების იდეაც სწორედ აქედან მომდინარეოობს: „რადგან ასეთი ცვლილება გავაკეთე ხედვაში, ამიტომაც მომინდა, დამერქმია ფონტისთვის „ცვლილება“.

ნახეთ და შეაფასეთ ნამუშევარი:

გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს.

ახალი აპლიკაცია და კორპორაციული შეთავაზება ბიზნესებს – „მისტერ მასტერის“ სიახლეები და განვლილი გზა

ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა echolize.com ამოქმედდა – რაში დაგვეხმარება