in

სამორინე ივერიას ახალი ინტერნეტ პროექტია IVERIABET.com

სამორინე ივერია ახალ ინტერნეტ პროექტს IVERIABET.com-ს იწყებს, ამ თემასთან დაკავშირებით მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელს – თათუკა ჯავახიშვილს ესაუბრა:

M: Iveriabet-ი არის სამორინე ივერიას ახალი ინტერნეტ პროექტი, რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაფართოება?

ჰოლდინგს, რომელიც ფლობს სამორინე ივერიას და ტოტალიზატორ ივერიაბეთს, Silk Road-ს, აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ წარმატებით დაიმკვიდროს თავი საქართველოს აზარტული თამაშების ბაზარზე. ჩვენ ვართ ლიდერები ინტერნეტის ბაზარზე, გვაქვს ერთ-ერთი უმსხვილესი კაზინო და სხვა თემატურად დაკავშირებული ბიზნეს პროექტები. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, რომ გვეცადა ჩვენი შესაძლებლობები ინტერნეტ-გემბლინგის სფეროში.

M: თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენად დიდია ინტერნეტ ბაზარი და ის ადამიანები ვინც ინტერნეტში თამაშობს?

თუ ავიღებთ პროცენტულ თანაფარდობას ინტერნეტ მოთამაშეებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, ბაზარი არის წარმოუდგენლად დიდი და ამავდროულად მზარდი. დაახლოებით 300,000 ადამიანი აქტიურად არის ჩართული ინტერნეტ-თამაშებში.

M: რა იქნება ივერიაბეთის კონკურენტული უპირატესობა? ბაზარზე უკვე ბევრი სხვადასვხა ვებგვერდია ანალოგიური სერვისებით და რატომ აგირჩევთ მომხმარებელი თქვენ?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ძლიერი და კარგად დამკვიდრებული კომპანია, რომელსაც თითქმის სრულად აქვს ათვისებული ეს ბაზარი, ყველა ეს კომპანია საკმაოდ ერთგვაროვან პროდუქტს სთავაზობს მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი გამორჩეული ფუნქციები საინტერესო სიახლე უნდა აღმოჩნდეს.
ივერიაბეთის პარტნიორი არის კომპანია კამბი (kambi.com), რომელიც თანამშრომლობს ისეთ უმსხვილეს ტოტალიზატორებთან, როგორებიცაა unibet (9 მილიონი მომხმარებელი), Paf და 888sports. კამბის მეშვეობით, ივერიაბეთს შეუძლია შემდეგი გამორჩეული სერვისების შეთავაზება:
გარკვეული თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია. ხარისხი და სისწრაფე დამოკიდებულია ინტერნეტ კავშირზე, მაგრამ როგორც წესი არის სატელევიზიო ტრანსლაციის შესაბამისი. ეს ოპცია განსაკუთრებით საინტერესოა, მაშინ როდესაც მოთამაშე ე.წ. ცოცხალ ფსონებს ათავსებს, რადგან თამაშს მეტ აზარტ მატებს.
მობილურ ტელეფონებზე და პლანშეტებზე ადაპტირებული ვებგვერდი.
ფსონების მრავალფეროვნება და განთავსების სისწრაფე.
უნიკალური Cash-In ფუნქცია. Cash In საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ სახსრებს და მატჩის დასრულებამდე გაანაღდონ ფსონები. ცოცხალი თამაშის დროს, თუ მოთამაშე ფიქრობს, რომ მისი მოგება რისკის ქვეშ არის, შეუძლია დააჭიროს Cash In ღილაკს და მიიღოს გარკვეული თანხა, ნაკლები ვიდრე მოგების შემთხვევაში, მაგრამ მაინც მეტი ვიდრე არაფერი. ეს არის რისკი, რომელზეც ივერიაბეთი მიდის იმის გამო რომ დააინტერესოს მოთამაშეები.

M: ასევე გამოჩნდა თქვენი ახალი რეკლამა, ვინ გადაიღო იგი და რისი თქმა გსურდათ ამ ვიდეოთი?

ბაზარზე შემოსვლისთანავე ივერიაბეთმა გადაიღო 3 სარეკლამო რგოლი, დაიწყო გათამაშება და შექმნა სპეციალური მობილური აპლიკაცია. კამპანიის მთავარი მიზანი იყო მომხმარებლების გარკვეული რაოდენობის მოზიდვა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე.

https://www.youtube.com/watch?v=-IbgZA3TIZI

გამოიყო ორი ძირითადი სეგმენტი და მათთვის დაიგეგმა განსხვავებული აქტივობები. სარეკლამო რგოლებზე და ზოგადი კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილზე მუშაობდა კომპანია ABK Advertising.

მოთამაშეების ძირითადი ნაწილისთვის შეიქმნა გათამაშება, სადაც მთავარი პრიზი არის პორშეს ბოლო მოდელი მაკანი, ასევე მოგზაურობა მალდივებზე. გვინდოდა გვეჩვენებინა ის განსხვავებული გარემო და განწყობა, რომელიც მოაქვს ივერიაბეთს და ივერიაბეთის გათამაშების მთავარ პრიზს – მაკანს.

ამას გარდა, დავიწყეთ კიდევ ერთი კომუნიკაცია, რომლის მიზანი იყო შედარებით მცირე ზომის სეგმენტის დაინტერესება – იმ მოთამაშეების, რომლებიც ორიენტირებული არიან თამაშის ხარისხზე და არა უბრალოდ მოგებაზე. ვეცადეთ გადმოგვეცა ჩვენი ძირითადი უპირატესობები და ამ მიზნით გადავიღეთ სარეკლამო რგოლი, რომელიც აჩვენებს Cash-In-ის უპირატესობას.

ასევე, ამავე სეგმენტთან, ვცდილობთ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი ივერიაბეთის აპლიკაციის მეშვეობით. ტექნიკურ ნაწილზე მუშაობდა კომპანია Leavingstone. გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, აპლიკაცია სრულდება და იმედი გვაქვს საინტერესო თამაშს შევთავაზებთ მომხმარებლებს.

M: სამომავლოდ რა მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავთ?

ზაფხულში აუცილებლად გადავინაცვლებთ რეგიონებში და ვეცდებით მივაწვდინოთ ხმა არამარტო თბილისის, არამედ სხვა ქალაქების მოსახლეობასაც. მომავალი სეზონისთვის კი უკვე ვგეგმავთ საინტერესო ვიდეო რგოლების და აქტივობების ორგანიზებას.

ნეიმარი კენ ბლოკის წინააღმდეგ – კასტროლის ახალი რეკლამა

კანის რეკლამის ფესტივალის 7 ლომის მფლობელი კომპანია მესამე Summer AD camp -ზე წარსდგება