მეზობლების გადამკიდე, საყვარელი მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენა ძალიან რთულია.
ამ პრობლემის გადაჭრაზე შვედურმა სააგენტო ‘Pause’ Home Entertainment HiFi და Åkestam Holst -მა იზრუნეს და სტოკჰოლმის სახლების ექვალაიზერი გამოიგონეს (Stockholm House Equalizer).
Stockholm House Equalizer მსოფლიოში პირველი რუქაა, რომელიც უბნების მიხედვით მუსიკის მოყვარულებს აჩვენებს, ანუ ხმამაღალი მუსიკის რუქას, ვინ სად რა ხმაზე უსმენს მუსიკას და სად არ შეაწუხებ მეზობლებს.
საიტზე http://www.sthlmhouseequalizer.com/ ხმა 10 ბალიანი სისტემით არის შეფასებული, ინტერაქტიულ რუქაზე კურსორის მეშვეობით, ხმის მარეგულირებელი აჩვენებს სად რა დასაშვები ხმის სიმძლავრეა ნებადართული, რომელ რაიონშია ხმის იზოლაცია და ა.შ.
Stockholm House Equalizer მშვენიერი მაგალითია ყველა ქალაქისთვის. მოსახლეობა უკეთ იქნება ინფორმირებული რომელ რაიონში იყიდონ სახლი და საიტზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით ზუსტად ეცოდინებათ, რომელი ხმის სისტემა შეუკვეთონ. წარმოიდგინეთ, ჩვენს ქალაქში რამდენ ადამიანს არ აქვს საშუალება თავისი ხმის სისტემის ბოლომდე გამოყენების…
http://youtu.be/kpgCFX9teQ8