in

ინოვაციური გამოგონება iყბამჭერი – დასვენება კომფორტი აღარ არის, ეს აუცილებლობაა!

ინტერნეტ სივრცეში, iღე-ს შემდეგ Apple-ს კიდევ ერთი პაროდიული ვიდეო გამოჩნდა: “მსოფლიოში 7 მლრდ თავი არსებობს, შესაბამისად, 7 მლრდ ნიკაპი. უნიკალური დიზაინის საშუალებით, მსოფლიოში არ არსებობს ყბა, რომელსაც iყბამჭერი არ მოერგება… და ეს ყველაფერი არ არის! iყბამჭერთან ერთად, მაღალი ადამიანებისთვის შეიქმნა iყბამჭერ+, რომელიც სულ მალე გამოვა ბაზარზე”. ნახეთ სახალისო ვიდეო “ინოვაციურ პროდუქტზე”, რომელზეც 2 წლის განმავლობაში “ყბაჩაუხრელად” მუშაობდა.

 

ვიდეოს ავტორია თემო თეთრაშვილი, სააგენტო რედბერის კრეატივის დეპარტამენტიდან. მონაწილეობენ: მიხეილ ციციშვილი და ლევან მაღლაკელიძე.

პატარა თოჯინას ბედნიერი ახალი წელი – ლამაზი ისტორია ბრიტანული McDonald’s–ისგან

გაიცანით ქართველი მხატვარი, რომელიც გამოფენა ART MONACO-ს გამარჯვებული გახდა