in

კამპანია #IZICARE-ის ფარგლებში, აცრილი მოქალაქეები IZIPIZI-ს სათვალეებზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

ის მომხმარებელი, რომელიც „სითი მოლსა“ თუ „გალერია თბილისში“ ბრენდის სტენდებთან კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს წარადგენს, „გიგლსის“ პროდუქციიდან ერთ შენაძენზე 20%- იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

დღითი დღე იმატებს იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდების რიცხვი, რომლებიც იაზრებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად – ანუ ადამიანების ვაქცინაციისადმი ნეგატიური დამოკიდებულების შესაცვლელად, მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ და შეუძლიათ, ეს გავლენა აცრილი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი შეთავაზებით გამოხატონ.

BOG
BOG

ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „გიგლსი“, საქართველოში სათვალეების ბრენდ IZIPIZI-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელთაც პანდემიის დასაძლევად და COVID-19-ის დასასრულებლად, კამპანია #IZICARE წამოიწყეს. კამპანიის ფარგლებში, ის მომხმარებელი, რომელიც „სითი მოლსა“ თუ „გალერია თბილისში“ განთავსებულ ბრენდის სტენდებთან კოვიდ ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს წარადგენს, „გიგლსის“ პროდუქციიდან ერთ შენაძენზე 20%- იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.

ძალიან გვაღელვებს მსოფლიოში არსებული ეპიდმდგომარეობა, რომელიც ყველას შეგვეხო. მიგვაჩნია, რომ ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის მასობრივი აცრაა. სწორედ ამიტომ,  ჩვენც გვინდა, ის მომხმარებლები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, წავახალისოთ და 1 თვის განმავლობაში IZIPIZI-ს სათვალეებზე 20%-იანი ფასდაკლება შევთავაზოთ. ვფიქრობთ, ჩვენი ინიციატივა აცრის მოწინააღმდეგე, ან ამ საკითხში საზოგადოების, ჯერ კიდევ, გადაუწყვეტელ ნაწილსაც მისცემს აცრის მოტივაციას და იზრუნებენ როგორც საკუთარ, ისე სხვების ჯანმრთელობაზე.მოხარულნი ვიქნებით და დიდი სურვილი გვაქვს, ამ კუთხით, ბევრი ბრენდი გააქტიურდეს და ერთად წავახალისოთ ვაქცინაციის პროცესი, რომ მივცეთ ხალხს მოტივაცია და დავუსვავთ პანდემიას წერტილი!“ – ამბობენ კომპანიაში.

[R]

ახლო მომავალში მიწისძვრის პროგნოზირება იქნება შესაძლებელი!

რას ნიშნავს Bull და Bear ბაზრები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?