in

სათვალე, როგორც დღევანდელობისთვის საჭირო აქსესუარი

გიფიქრიათ, დღის განმავლობაში რამდენ საათს ატარებთ ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან? თუმცა, ამას ფიქრიც აღარ სჭირდება, მოწყობილობები ხომ თავად თვლიან მათთვის გამოყოფილ დროს. განსაკუთრებით ახლა, როცა დროის უმეტესი ნაწილის გატარება სახლში გვიწევს და ფიზიკურ აქტივობებს მოკლებული ვართ, სამსახურისთვის გამოყოფილ დროსთან ერთად ჩვენს თავისუფალ დროსაც მოწყობილობებს ვუთმობთ.

გარდა იმისა, რომ ერთ პოზაში ყოფნას მოწყობილობების წინ სხეულისთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს, მათ ეკრანებს ასევე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა აქვთ მხედველობაზეც. როგორც ცნობილია, კომპიუტერებთან მომუშავე ადამიანების დაახლოებით 58% განიცდის კომპიუტერული ხედვის სინდრომს, რომელსაც შემდეგი სიმპტომები ახასიათებს: გამოსახულების გაორება, თვალების გამოშრობა, თვალების დაძაბვა, თავის ტკივილი, კისრის და ზურგის ტკივილი. გარდა ამისა, ეკრანის ღამით ყურებისას ირღვევა ძილის ფაზა, რადგანაც ეკრანიდან გამომავალი სხივები საშუალებას არ აძლევს ტვინს მელატონინი (ძილისა და განტვირთვის ჰორმონი) გამოყოს.

ეკრანის ულტრაიისფერი განათებიდან გადავიდეთ მზის გამოსხივებაზე, რომელიც ხანდახან სასარგებლოსთან ერთად, თვალებისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. როგორც ცნობილია, ძლიერი სხივები შესაძლოა თავის ან მუცლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი გახდეს. ასევე, კატარაქტიან ან გლაუკომის მქონე ადამიანებში მზის სხივები აღნიშნულ დაავადებებს ამძაფრებს. ასევე, მზის სხივები აზიანებს თვალის გარშემო არსებულ კანს, რომელიც ერთ-ერთი სენსიტიური ადგილია ჩვენს სხეულზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელოვნურ გამოსხივებასთან ერთად, მზის სხივებიც ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი მიზეზი.

სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად დღესდღეობით უამრავი ადამიანი იყენებს მხედველობის თუ მზის სათვალეს. სათვალეს თავიდანვე (მე-20 საუკუნის დასაწყისიდან) დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა. დრო და დრო კი ის მოდის განუყოფელ ნაწილადაც იქცა.

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, ალბათ, მხედველობის ან ეკრანის გამოსხივებისგან დამცავი სათვალე ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა. ჩვენ ხომ ამჟამად ტექნოლოგიების ერაში ვცხოვრობთ. სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით, 11 წლის წინ საერთაშორისო ბრენდმა “იზიპიზი” მომხმარებლებს სხვადასხვა დიზაინისა და ფუნქციის მქონე სათვალე შესთავაზა. რამდენიმე წლის წინ კი ეს ბრენდი საქართველოს ბაზარზეც შემოვიდა.

გარდა იმისა, რომ დღეს აღნიშნული ბრენდი საზოგადოებას ფერად, მსუბუქ და საინტერესო დიზაინის სათვალეს სთავაზობს, ისინი თვალებს იცავენ გადატვირთვისას კითხვის დროს, იცავენ ეკრანისა და მზის გამოსხივებისგანაც.

გამომდინარე იქიდან, რომ დროთა განმავლობაში სათვალე საჭიროსთან ერთად, მოდური აქსესუარიც გახდა, მომხმარებლები აქტიურად მოიხმარენ მას. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუკი იმგვარ სათვალეზე ვორიენტირდებით, რომლებიც ნამდვილად დაგვიცავენ მავნე გამოსხივებისგან. დღევანდელი ცხოვრება ხომ ამის გარეშე უბრალოდ არ არსებობს.

შეწყვიტეთ ზეპირი პრეზენტაციისთვის ტექსტის წერა!

Samsung Galaxy S21-ის  გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა!