in

როგორ შევამოწმოთ ცოდნა და ვადევნოთ თვალი შვილის განვითარებას – izrune.ge მოსწავლეებისა და მშობლებისთვის

Startauperi
Startauperi

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, მრავლად გვხვდება ვებგვერდები, სადაც უცხო ენისა თუ სხვა სახის ცოდნის გადამოწმება შეგვიძლია. მსგავსი შესაძლებლობის ქართველი მოსწავლეებისთვის შექმნის იდეით, დაახლოებით, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს საიტი izrune.ge, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს მოსწავლეების მოტივირებას და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ: „თამაშთამაშით სთავაზობს საკუთარი ცოდნის შემოწმებას“. პლატფორმა 1-ელიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვისაა განკუთვნილი და ერთგვარად მოუწოდებს მშობლებს, იზრუნონ შვილების განათლებაზე და ჩაერთონ ამ პროცესში.

ხშირად აღვნიშნავ, რომ 2 შვილი მყავს – ჩემი 5 წლის ალექსანდრე და 4 წლის „იზრუნე“, რომლის იდეად ჩამოსაყალიბებლად, დაახლოებით, 2 წელი და შემდგომ, უკვე რეალობად ქცევისათვის, ასევე, 2 წელი დაგვჭირდა“, – გვიყვება თიკი ტყეშელაშვილი, Izrune.ge-ს მთავარი მენეჯერი.  

M: როგორ გაჩნდა Izrune.ge-ს შექმნის იდეა და რა გამოცდილება გქონდათ განათლების სფეროში მანამ, სანამ ამ საქმიანობას დაიწყებდით?
ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდიდან ვმუშაობ და ჩართული ვარ საგანმანათლებლო სფეროში. შესაბამისად ყოველთვის მქონდა სურვილი ამ სფეროში გამეგრძელებინა მოღვაწეობა და შემექმნა რაიმე განსაკუთრებული, ინოვაციური. უფროს კლასებში სწავლისას არაერთ ონლაინ პლატფორმაზე ვამოწმებდი უცხო ენის ცოდნას და ხშირად მიფიქრია, რა საინტერესო იქნებოდა სხვა საგნებშიც  მსგავსი საშუალებების გამოყენება. მოგვიანებით, უნივერსიტეტის დამთავრებისა და რამდენიმე სფეროში მოღვაწეობის შემდეგ, ჩემს დისშვილთან ერთად დავუბრუნდი ონლაინ საგანმანათლებლო ტესტების შესრულებას და მსგავსი პლატფორმის საქართველოსთვის შექმნის იდეა მამაჩემსაც გავუზიარე. იდეა მთელმა ოჯახმა მომიწონა და ასე შევქმენით izrune.ge რომელიც ორიენტირებულია მომავალ თაობაზე ზრუნვაზე

M: როგორ უნდა გამოიყენონ izrune.ge მოსწავლეებმა და მშობლებმა?
ტესტის კითხვები არის იმ კლასის შესაბამისი რომელ კლასშიც არის მოსწავლე. შედეგს მოსწავლე მყისიერად ხედავს. ბოლოს შეუძლია გადახედოს საკუთარ შესრულებულ ტესტს, ნახოს, რომელ კითხვას უპასუხა და რომელს ვერ უპასუხა სწორად, გაეცნოს დამატებით ინფორმაციას და კვირიდან კვირამდე გააუმჯობესოს თავისი შედეგები. განსაკუთრებით საინტერესო კი ისაა, რომ ამ პროცესში ჩართულია არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მთელი მისი ოჯახი. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარეობსმთელი ოჯახის ორიენტირი და სურვილი ხომ სწორედ მომავალ თაობაზე ზრუნვააizrune.ge კი ამისთვისაა შექმნილი. ყველას სურს იამაყოს შვილის, შვილიშვილის თუ ახლობლის წარმატებით. izrune.ge- საშუალებით კი მოსწავლე და მისი ოჯახიც ხედავს ბავშვის ცოდნის დონეს და რაც მთავარია, მის განვითარებას. izrune.ge-ზე რეგისტრაციას გადის მშობელი და არეგისტრირებს მოსწავლე(ებს), ვეცადეთ ეს სისტემაც მაქსიმალურად მარტივი და ყველასთვის გასაგები ყოფილიყო.

M: ვინ ქმნის ტესტებს, რომლებიც ყოველკვირეულად ეგზავნებათ მოსწავლეებს?
izrune.ge- შექმნისას, ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი სწორედ იმ პედაგოგების შერჩევა იყო, რომლებიც ყოველკვირეულად ასობით ახალ ტესტს ქმნიან მოსწავლეებისათვის. პედაგოგების გუნდის დასაკომპლექტებლად, დაახლოებით, 1 წელი დაგვჭირდა და ამჟამად, ტესტებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის. ტესტები, საიტზე გამოქვეყნებამდე, შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ხელმისაწვდომი.

M: რამდენი ხანია, რაც Izrune.ge არსებობს და ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია მომხმარებლის დაინტერესება თქვენი სერვისებით?
ჯერ 1 წელი არ გასულა, რაც izrune.ge- ოჯახი არსებობს და უკვე ათი ათასზე მეტ ოჯახის წევრს აერთიანებს. დაინტერესება თვიდან თვემდე იზრდება, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ამბიციური გეგმები დავისახოთ და ფეხი ავუწყოთ მსოფლიოში მიმდინარე საგანმანათლებლო სფეროში უთანამედროვეს ტენდენციებს

M: როგორია თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგია? რა არხების გამოყენებით ცდილობთ მომხმარებლისთვის ხმის მიწვდენას?
პირველივე დღიდან აქტიური, პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ხშირად გვაქვს პრეზენტაციები თბილისისა თუ რეგიონების სკოლებში. ვცდილობთ,  მშობლებს უშუალოდ მივაწოდოთ ინფორმაცია და მათი პირდაპირი ჩართულობით, ხშირად, ერთად ვატარებთ საჩვენებელშვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეებს“. ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ჩვენს საიტზე „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“, ამ დღეს მოსწავლე ოჯახთან ერთად გადის თვის შემაჯამებელ ტესტს. მოსწავლეები აგროვებენ დიპლომებს, ბეჯებს და სხვადასხვა წამახალისებელ პრიზებს. izrune- დიპლომი უკვე არაერთ ოჯახსა და სკოლაში საჩვენებელ ადგილზეა გამოკრული, Facebook-ზეც ხშირად მხვდება გაზიარებები და მეამაყება, როცა ვხედავ, როგორ ხარობენ ოჯახები შვილების წარმატებებით

M: რა მიმართულებებით იგეგმება Izrune.ge-ს განვითარება? რა მიზანს უნდა მიაღწიოს მან, ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე? 
განვითარების კუთხით არაერთ საინტერესო მიმართულებას ვამუშავებთვაპირებთ პლატფორმას დაემატოს უცხოენოვანი ტესტები, ასევე ვფიქრობთ, არაქართულენოვანი სკოლების პროგრამაზე და შესაბამისად, მათ მოსწავლეებზე მორგებული ტესტების შემუშავებაზეც. მალე დავასრულებთ მუშაობას ჩვენს კიდევ ერთ ინოვაციაზე EGMU – ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარის კოეფიციენტზე, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ შეამოწმონ მათი გადაწყვეტილებების ეფექტურობა დროსთან მიმართებაში. ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე izrune.ge- მოვიაზრებთ მომავალ თაობაზე ზრუნვის ინოვაციურ პლატფორმად, ზურგს კი გვიმაგრებს მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ინოვაციური ხედვები

საკუთარი სახელები ბავშვებს უხდებათ, კომპანიას – არა! – რა საფრთხეს შეიცავს არასწორი „ნეიმინგი“?!

ბურტ რეინოლდსის ლეგენდარული ფოტო, რომელიც სხვა კამპანიების ინსპირაციად იქცა!