ცხოვრების სრულფასოვნად შეგრძნებისთვის, ჯანმრთელობა აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ კონცეფციის გარშემო გაერთიანდა კავკასიის მედიცინის ცენტრი (CMC), რომელმაც თავის ახალ კამპანიაში „იზრუნე ჯანმრთელობაზე, შეიგრძენი ცხოვრება”, ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ამ გზით ცხოვრების სრულფასოვნად შეგრძნების თემა წამოსწია.
ცხოვრების შეგრძნება კი საკუთარი თავისა და სხეულის მოსმენით იწყება: ჯანმრთელი გულისცემით, ჯანმრთელი მზერით, ჯანმრთელი გონებითა და ტვინით, თავისუფალი მოძრაობით. როცა რომელიმე შეგრძნება დაქვეითებული გვაქვს, თითქოს კავშირს ვკარგავთ სამყაროსთან. მაგალითად, თუ მხედველობის პრობლემა გვიჩნდება, გვიჭირს გადაადგილება, კითხვა, კომუნიკაცია; თუ ხშირი სისუსტე გვაწუხებს, ვართ მოდუნებულები, გვეზარება გარეთ გასვლა, არაპროდუქტიულები ვართ სამსახურში…ასეთი სიის ჩამოწერა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აქვე გავჩერდებით იმ იმედით, რომ გასაგებია, რასაც ვგულისხმობთ.
ჩვენ მისწრაფებებითა და ყოველდღიური საქმეებით ვცხოვრობთ. რომ გვკითხონ, რა არის ჩვენი ბედნიერება ან წარმატება, ალბათ ყველა იმას ვუპასუხებთ, რისკენაც ვისწრაფვით, ეს შეიძლება იყოს კარიერა, ოჯახი და სხვა. ცოტა ადამიანს თუ ნახავთ, ვინც გიპასუხებთ, რომ მისი ბედნიერება და წარმატება ჯანმრთელად ყოფნაა. ხშირად, ამ რუტინაში დაკარგულებს, ამ აჩქარებულ დროში გაბნეულებს გვავიწყდება, რომ რაც უნდა დავისახოთ მიზნად და რასაც არ უნდა დავარქვათ ბედნიერება, წარმატება თუ სხვა სახელი, ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, ეს ჯანმრთელობაა.
თუ დაკვირვებიხართ, ყოველთვის ვპოულობთ დროს უამრავი საქმის მოსასწრებად ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე იშვიათად ექიმთან მივდივართ. არადა, როგორც მცენარეს სჭირდება მუდმივად ყურადღება და მოვლა, რომ არ დაჭკნეს, ჩვენი ორგანიზმიც ისე ითხოვს პერიოდულად ექიმის კონსულტაციას. მრავალი ჩვენგანი მხოლოდ მაშინ მიმართავს სპეციალისტს, როცა ჩივილები აწუხებს, ზოგი კი მხოლოდ სიმპტომების გაუარესებისას. ხშირად ექიმთან არმისვლის მიზეზი შიშიც ხდება, თუმცა, როცა ცუდად ვხდებით, ვერ მივდივართ სამსახურში, უარს ვამბობთ მეგობრებთან ერთად გართობასა და სხვა ბევრ რამეზე, რასაც სიამოვნებით დავთანხმდებოდით, როცა არაფერი გვაწუხებს. ეს მდგომარეობა ცხოვრების ხარისხს ამცირებს და ვეღარ ვახერხებთ გავაკეთოთ ის ყველაფერი, რაც მანამდე სიხარულს გვგვრიდა. ამასთან, როცა ავად ვხდებით, თითქოს ყველაფერი უბრალოვდება. რამდენჯერ გვითქვამს: „ნეტავ, კარგად გავხდე და არაფერს ვინატრებ”. როგორც კი ჩვენს ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემა იქმნება, ყველაფერი სხვა უკანა ხაზზე გადადის, ყველა პრობლემა მარტივი გვეჩვენება ამასთან შედარებით.
მაშ რა გამოდის, როცა ჯანმრთელი ხარ, ცხოვრებას შეიგრძნობ. როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები არ გვაწუხებს, ცხოვრების ხალისი გვემატება, რაც ცხოვრების ხარისხსაც განსაზღვრავს. ვართ მოტივირებულები, პროდუქტიულები, გვიხარია ადამიანებთან კომუნიკაცია, მოგზაურობა და ყველანაირი საქმის კეთება.
„ადამიანების ცხოვრება არ იწყება და არ სრულდება ჰოსპიტლის კედლებში, მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ საყვარელი საქმე, აქვთ ჰობი და სწორედ ამისთვის სჭირდებათ კეთილდღეობა. კავკასიის მედიცინის ცენტრის მიერ მიერ შემოთავაზებული ჰოლისტიკური მიდგომა გულისხმობს მხარდაჭერას, რომელიც ასახავს ადამიანს, როგორც ერთ მთლიანობას. მხარდაჭერა, ასევე, უნდა ითვალისწინებს მათ ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ კეთილდღეობას. ამის უზრუნველყოფასს კი CMC ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით, არა მხოლოდ მკურნალობით, არამედ მათ მიერ თქვენზე ზრუნვით გვთავაზობს. ახალი კამპანიაც იმას ემსახურება, რომ მოტივაცია და შესაძლებლობა მოგვცეს ადამიანებს, მუდმივად ვიზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე” , – სოფიო ასპანიძე, CMC-ის დირექტორი.
CMC მრავალპროფილურ სერვისს აერთიანებს და ადამიანებს თავად ეხმარება ჯანმრთელობის დაცვაში, აგვარებს მათ პრობლემებს და ხელს უწყობს, რომ სამომავლოდ, უკვე გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა, უკეთესად გააგრძელონ ცხოვრება, ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ და იყვნენ მხნედ. ის მომხმარებელს მაღალტექნოლოგიურ სამკურნალო მეთოდებს სთავაზობს, ამ სამედიცინო ბრენდის მთავარ ძალას კი დასავლური განათლების მქონე, კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ექიმები წარმოადგენენ, რომლებიც მუდამ მზად არიან პაციენტის დახმარებისთვის. ამასთან, CMC გვთავაზობს სერვისების მრავალფეროვნებას, რაც საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში ვიზრუნოთ როგორც დაავადებების პრევენციაზე, ისე უკვე აღმოჩენილი პრობლების მკურნალობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ამ კამპანიის წამოწყებით ბრენდს იმის თქმა სურს, რომ ყოველთვის იდგება ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე, გამოცდილი პერსონალისა და თანამედროვე მიდგომების მეშვეობით, ხელს შეუწყობს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და გახდება მათი სანდო მეგზური, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს დაუბრუნებს შეგრძნებებს, რომლებიც მათ ცხოვრების სრულყოფაში დაეხმარება.
[R]