„თეგეტა ჰოლდინგი“ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს. კამპანიის „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მწერალმა ნენე კვინიკაძემ, ცოდნის კაფეს დამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა და მზიურის კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ მეგობრული მიმართვები მოამზადეს და პერსონალურად იმ მძღოლებს დაუტოვეს, რომელთა ქმედებაც, მათი აზრით, ყველაზე მეტად აფერხებს ქალაქში გადაადგილებას. სწორედ ამ მეგობრული მიმართვების შესახებ მომზადდა ვიდეო რგოლი,სადაც ავტორები საუბრობენ, თუ როგორ აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძღოლების მხრიდან, ესა თუ ის დაუფიქრებელი ქცევა.
„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ადამიანების ქცევის სასიკეთო ცვლილებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობის კულტურის გასაუმჯობესებლად არაერთი აქტივობა უკვე განხორციელდა.
[პარტნიორის კონტენტი]











