მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში დაფასოებული ჰაერი უკვე გაყიდვაშია. ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდება სპეციალური კონტეინერები „ალპების“, „მთის“ და „ბარის” ჰაერით. ეს პრობლემა გლობალურად სულ უფრო მწვავდება და ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში სახიფათო დონეს მიაღწია. თუ არ გინდა, გაიზიარო მსოფლიოს მაგალითი, შეაჩერე გარემოსთვის ზიანის მიყენება, გაუფრთხილდი ტყეს!
ამ გზავნილის გასავრცელებლად, ტყის კვირეულის ფარგლებში, რომელსაც „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი“ (WWF Caucasus) უკვე მესამედ აწყობს საქართველოში, გაიმართა სპეციალური აქცია „იყიდება ჰაერი“. „თბილისი მოლის“ ატრიუმში განთავსდა დახლები წარწერით „იყიდება ჰაერი“, რომლებზეც განლაგებული იყო ბრენდირებული ბოთლები სხვადასხვა წარწერით: “ მთის ჰაერი”, “ზღვის ჰაერი” და “ტყის ჰაერი” . ხალხის რეაქციების დასაფიქსირებლად და სოციალურ ქსელებში ტყის შენარჩუნების საკითხის აქტუალიზაციის მიზნით, ორგანიზატორებმა სპეციალური ვიდეო რგოლიც გადაიღეს, რომელსაც „მარკეტერი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ.
მარკეტერი უერთდება ტყის კვირეულის ორგანიზატორების იდეას და თქვენც მოგიწოდებთ, გააზიაროთ ეს ვიდეო, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ კამპანიის გზავნილი: იზრუნე ტყეზე, ისუნთქე უფასოდ!
#იზრუნეტყეზე #ისუნთქეუფასოდ #ტყისკვირეული