მარკეტერი წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიდეორგოლს, რომელიც “გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის” (SBFIC) მხარდაჭერით შემუშავდა. რგოლი, მომხმარებლებს ხვალინდელ დღეზე ზრუნვის, სწორად დაზოგვისა და ფულის შენახვისას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებს.
ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. მომხარებელთა დაცვის ეფექტური ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი კი ფინანსური განათლებაა. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა კვლევებსა და აქტივობებს, მათ შორის სწორად დაზოგვის კულტურის ამაღლების მიმართულებით.














