in ,

ეზოდან კოსმოსში — ფოტოები, რომლითაც ფინელი ასტროფოტოგრაფი JWST-ს კონკურენტი ხდება!

დღეს ვარსკვლავებზე მონადირე ვიზუალური არტისტი J-P Metsavainio-ს შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელიც ცაში არსებული სამყაროთია გატაცებული. ეს ამბავი თითქმის 30 წლის წინ დაიწყო, როდესაც საშობაოდ მეუღლეს ტელესკოპი აჩუქა… მალევე გაუჩნდა ვარსკვლავების ახლოდან დათვალიერების სურვილიც, ამიტომ თავისივე ეზოდან გადაწყვიტა მათზე დაკვირვება და ეს გრძელ მოგზაურობად იქცა ასტროფოტოგრაფიაში. ფინელი ხელოვანი ასობით, ზოგჯერ კი ათასობით საათს ხარჯავს იმ სურათების შესაქმნელად, რომელთაც ქვემოთ გაჩვენებთ.

BOG
BOG

მართალია, თავის ნამუშევრებს როგორც ხელოვნებას ისე უფრო უყურებს, ვიდრე მეცნიერებას, მაგრამ აშკარაა, რომ მისი ფოტოები სერიოზულ კონკურენციას უწევს სამთავრობო კოსმოსური სააგენტოების მიერ გამოქვეყნებული ასტროლოგიურ სურათებს. 

თუმცა ამ დონის დეტალური სურათების მიღება დიდ შრომას მოითხოვს. ერთი სურათისთვის მონაცემების შეგროვება დღეების, თვეების ან ხანაც წლების საქმეა. იგი 15-20-წუთიან ექსპოზიციას ერთად ათავსებს, რათა საბოლოო ნამუშევარში საშუალო ექსპოზიციის დრომ 35 საათს მიაღწიოს.

კოსმოსის საოცარი და მრავალფეროვანი ფერების აღსაბეჭდად, თითოეულ ფერთა პალიტრას განცალკევებულად იღებს. ამგვარად, ხშირად ერთსა და იმავე ობიექტს სამჯერ ათავსებს ობიექტივში, რათა ყველა ფერი ასახოს ზუსტად ისე, როგორც ცაზეა და ამისთვის პროგრამული უზრუნველყოფა არ დასჭირდეს. ასე კი იმიტომ იქცევა, რომ მეცავაინიოსთვის ფერებისა და ფორმების ზუსტად აღქმაა მნიშვნელოვანი — ასტრონომიული ფოტოგრაფია ბუნების ფოტოგრაფიის ფორმაა, ეს მშვენიერია სწორედ იმის გამო, რომ ნამდვილია.

მისი თავდადება და პროფესიონალიზმი კარგად ჩანს თავისსავე ყველაზე ამბიციურ პროექტში, რომლითაც ჩრდილოეთ ირმის ნახტომის უზარმაზარი მოზაიკა შემოგვთავაზა. ამისთვის მას თითქმის 10 წელი დასჭირდა, ექსპოზიციის დრო კი 1500 საათს უდრის.

მართალია, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ახალი სურათების გამოქვეყნების პროცესი შეყოვნდა, მაგრამ ახლა იგი Celestron EDGE 14″-ის ტელესკოპსა და MESU Mount MARK II-ს დაუბრუნდა. თუმცა ხელოვანისთვის ნამუშევრები აღჭურვილობას ნაკლებად ეხება, ეს უფრო მოთმინების საკითხია, იმის ცოდნის, თუ როგორ გააკეთო, მუდმივი პრაქტიკის, მისწრაფებისა და ცნობისმოყვარეობის, ვიდრე უბრალოდ ძვირფასი ხელსაწყოების….

დანარჩენი თავად ნახეთ:

ლოლის გაყინული იოგურტი – ბიზნესი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით განვითარდა

extra Black Friday-ზე მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლებები დახვდება