in

სავარაუდოდ, ახლად აღმოჩენილ გალაქტიკას ვარსკვლავები არ აქვს

ეს გამოწვევის წინაშე აყენებს ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რისგან შედგება გალაქტიკა. J0613+52-ის მასიურ ობიექტს, რომელიც 270 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, როგორც ჩანს, ვარსკვლავები არ აქვს. ისეთი მაინც არა, რომლის დანახვაც მეცნიერებს შეუძლიათ… სრულად გაზისგან წარმოქმნილია და სრულიად მარტოა. მიუხედავად ამისა, მისი მასა და მოძრაობა სპირალური გალაქტიკის შესაბამისია… 

M2
M2

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი გალაქტიკიდან ვარსკვლავები რომ ამოგვეღო, ზუსტად იმას მივიღებდით, რასაც ახლა J0613+52 გვთავაზობს. კარენ ო’ნილის ჯგუფის თქმით, ეს პირველყოფილი გალაქტიკის აღმოჩენის პირველი შემთხვევა შეიძლება იყოს ჩვენს ახლომდებარე სამყაროში, ანუ გალაქტიკაში, რომელიც ჩამოყალიბების დასაწყისში უმეტესად გაზისგან შედგებოდა. თუმცა ამ ობიექტს მეცნიერებმა შემთხვევით მიაგნეს:

GBT შემთხვევით არასწორი კოორდინატებისკენ მიუშვირეს და ეს ობიექტი ვიპოვეთ. გალაქტიკაა, რომელიც მხოლოდ გაზისგან შედგება და არ აქვს ხილული ვარსკვლავები. შესაძლოა, ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავდეთ მას, — განმარტავს ო’ნილი.

არადა, მკვლევრები რეალურად Green Bank Observatory-ის იყენებდნენ, რათა LSB გალაქტიკები შეესწავლათ, ისინი, რომლებიც ნაკლებ სინათლეს ასხივებს, რადგან უმეტესად გაზისა და შავი მატერიისგან შედგება. სწორედ ამიტომ, ასტრონომები ორიენტირებულნი იყვნენ გაზის შემადგენლობების ძიებაზე და არა, ვარსკვლავების, რისთვისაც Green Bank-ის, Arecibo-სა და Nançay Radio-ს ტელესკოპებს იყენებდნენ. 

საინტერესოა Green Bank-ის რადიო მონაცემებიც, რომლებშიც ვარსკვლავის ნიშანი საერთოდ არ იყო. გალაქტიკის ბრუნვა კი, როგორც მთავარ სურათზე ხედავთ, ფერებით აჩვენეს… ობიექტი იზოლირებულია და 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში არც არანაირი გრავიტაციული ურთიერთქმედება განუცდია, რაც გაზის არსებობას ხელს შეუშლიდა. სწორედ ეს ხდის J0613+52-ის ობიექტს ისეთად, რომელიც აქამდე მეცნიერებს არ უნახავთ. 

დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს გაზით მდიდარი გალაქტიკაა. ჩვენ კი ველოდით, მაგრამ არც ვარსკვლავების ფორმირების პროცესს გვაჩვენებს, ალბათ, იმიტომ, რომ გაზი ძალიან დიფუზურია. ამავდროულად, საკმაოდ შორსაა სხვა გალაქტიკებისგან, რათა ვარსკვლავების წარმოქმნა მივიღოთ შედეგად. ობიექტი შეუფერხებელი და განუვითარებელია. შესაძლოა, ეს ჩვენი პირველი აღმოჩენაც იყოს ახლომდებარე გალაქტიკის, რომელიც პირველყოფილი გაზისგან შედგება, — აცხადებს ო’ნილი. 

Amazon-მა Twitch-იდან 500-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა

როგორ შევქმნათ უძრავი ქონების წარმატებული საინვესტიციო პორტფელი