„მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში ვსაუბრობთ მუსიკალურ ინდუსტრიაზე საქართველოში. შევეცდებით, თქვენთან ერთად გავარკვიოთ, რა შესაძლებლობები აქვთ ქართველ მუსიკოსებს, რას გულისხმობს არტისტ მენეჯმენტი და რა პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ ადგილობრივი მუსიკალური სცენა. გადაცემის სტუმარია ჯაბა შავიშვილი, არტისტ მენეჯმენტ კომპანია Bloom Music-ის თანადამფუძნებელი.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.
ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge. ასევე, პლატფორმებზე – Apple, Google Podcasts და Spotify.