20
Oct
2014

როგორ აღინიშნა ჯეკის დაბადების დღე თბილისში !

20 Oct 2014

ცნობილი ამერიკული ვისკის – ჯეკ დენიელსის დაბადების დღის აღნიშვნამ უკვე ტრადიციული ხასიათი მიიღო და წელს საქართველოში მეხუთედ გაიმართა.  ბატონი ჯეკის 164-ე დაბადების დღე ამჯერად კლუბ ქალაქურში აღინიშნა. 

“ჩვენ ტორტით არ აღვნიშნავთ ჯეკის დაბადების დღეს” – კამპანიის მთავარი სლოგანია.

ჯეკ დენიელსის დაბადების დღე მსოფლიოში მთელი სექტემბრის მანძილზე აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა. სარეკლამო კამპანიამ სტარტი თბილისში სექტემბრის დასაწყისში აიღო. თითქმის ყველა უბანში გამოჩნდა სარეკლამო ბილბორდები.

ბატონი ჯეკი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვისკის წარმოების ბიზნესში. მისი სრული სახელია ჯასპერ ნიუტონ დენიელი, მაგრამ საკუთარ თავს მიმართავდა როგორც-ჯეკი. არავინ იცის მისი ზუსტი დაბადების თარიღი, რადგან ქალაქში მომხდარმა ხანძარმა ყველა დოკუმენტი გაანადგურა. მხოლოდ ცნობილია, რომ ის 1850 წლის სექტემბერში დაიბადა.

ტრადიციის მიხედვით ჯეკის დაბადების დღედ მთელი სექტემბრის თვეა მიჩნეული. ჯეკი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა, ბავშვობიდან დაიწყო მუშაობა ქარხანაში, რომელიც მღვდელს ეკუთვნოდა. 13 წლის ჯეკიმ მღვდლისგან შეისყიდა ქარხანა და თავად ჩაუდგა ბიზნესს სათავეში.

ჯეკს ძალიან უყვარდა მუსიკა, მან თანამშრომლებს შეუძინა მუსიკალური ინსტრუმენტები და ჩამოაყალიბა ორკესტრი სახელად Silver Cornett Band. ორკესტრი თავისუფალ დროს უკრავდა ქალაქის ცენტრში,  ბარ „თეთრი კურდღელი“-ს წინ. ამით იზიდავდა ხალხს, რათა გაესინჯათ ჭიქა ვისკი.

რას შეიძელება აღნიშნავდეს Old No.7 – ციფრი 7 გამოსახულია ბოთლზე. არსებობს ვერსია, რომ ჯეკს ყავდა 7 საყვარელი ქალი, ან ის უბრალოდ წერდა ასო “j” ს თავის ინიციალს, როგორც ციფრი 7. სხვა ვერსიებით, მან შეარჩია 7, როგორც თავისი ბედნიერი ციფრი. ყველაზე ცნობილი ლეგენდაა დაკარგული კასრების მე-7 პარტიაზე, რომლის პოვნის შემდეგ იმდენად მოეწონა ამ ვისკის განსხავავებული  და დახვეწილი გემო ჯეკს, რომ ყოველთვის მას უკვეთავდა.

დღეს  ჯეკ დენიელსი მსოფლიოში ნომერ პირველი ამერიკული ვისკია.

განხილვა