Jack Daniel’s-მა კოქტეილის ხაზი გააფართოვა – 2019 წლის ზაფხულს ახალი, ციტრუსის გემოთი ხვდება. მედიის ინფორმაციით, სასმელი სახელწოდებით “Southern Citrus” 21 ივნისიდან გაიყიდება.
„ახალ კოქტეილს ციტრუსების მიქსით ვამზადებთ, რომ იდეალური საზაფხულო გემო შევქმნათ ცხელ დღეებში გასაგირლებლად“, – ამბობს Jack Daniel’s-ის კოქტეილის ხაზის ბრენდის დირექტორი ლიზა ჰანტერი.

მათ, ვისაც გრეიფრუტის, ლიმნის, ფორთოხლისა და სხვა ციტრუსების გემო შესაძლოა არ მოეწონოს, კომპანია, წლების მანძილზე შექმნილ, სხვადასხვა გემოებს სთავაზობს.
ერთ ბოთლ “Southern Citrus”-ში 4.8% ალკოჰოლია და როგორც კომპანიაში ამბობენ, მისი ფასი $8 იქნება.