in

იცით, რომელ ვისკის უწოდა ფრენკ სინატრამ ღმერთების ნექტარი?

ჯასპერ ჯეკ ნიუტონი 10-შვილიან ოჯახში გაიზარდა. მამა ადრე გარდაეცვალა,  რის გამოც ჯეკმა ოჯახი დატოვა და ბიძასთან, ფერმაში გადავიდა. აქ მას ბევრ სხვადასხვა სამუშაოსთან მოუწია შეჭიდება, რამაც მრავალი უნარი გამოუმუშავა. სულ რაღაც 13 წლის იყო, როცა ადგილობრივ მღვდელსა და დისტილატორს, დენიელ ქოლს დაუმეგობრდა და ვისკის დამზადების ტექნიკა შეისწავლა. ასე, 13 წლის ასაკიდან დაიწყო ისტორია, რომლის შედეგიც დღეს მთელი მსოფლიოს რესტორნებში, ბარებში თუ ძვირფას წვეულებებზე საპატიო ადგილს იკავებს. ეს ცნობილი ვისკის Jack Daniel’s-ის ისტორიაა, რომელმაც უამრავი წარმატება მოიპოვა.

istoriebi
istoriebi

კომპანიის დაარსება

1866 წელს დენიელმა და ჯეკმა დააარსეს ჯეკ დანიელის დისტილერია, რაც მას პირველ რეგისტრირებულ ქარხნად აქცევს შეერთებულ შტატებში, თუმცა მისი დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, ჯეკი იმ მომენტში სავარაუდოდ ოცდაათი წლის იყო.

მამა დენიელის მრევლი ძალიან უკმაყოფილო ჩანდა თავისი მოძღვრის ბიზნეს საქმიანობით, ამიტომ ულტიმატუმი წაუყენა მას – ან ვისკის მზადებისთვის დაენებებინა თავი, ან ღვთისმსახურებისთვის. მამა დენიელმა გადაწყვიტა, ბიზნესის წილი ჯეკისთვის მიეყიდა, რომელსაც საკმარისი ფული არ ჰქონდა. მან ვალი აიღო და $2148 გადაიხადა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო, თუმცა ჯეკს სჯეროდა, რომ ვალის დაფარვას შეძლებდა. აქედან ჯეკი უკვე თავის საქმეში მარტო იკვალავს გზას.

პრობლემები და მათგან გაქცევა

ჯეკს შეიძლება კიდევ უფრო მალე მიეღწია დიდი წარმატებებისთვის, რომ არა ჯანმრთელობის პრობლემები. მას ქარხნის დატოვება და ძმისშვილებისთვის გადაცემა მოუწია. 

1910 წელს ტენესის შტატში აკრძალა ლიქიორის წარმოება. შედეგად, ძმებს წარმოების გადატანა მეზობელ შტატებში, მისურისა და ალაბამაში მოუწიათ. თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. 10 წლის შემდეგ მთელ შტატებში აიკრძალა ალკოჰოლური სასმლის წარმოება და Jack Daniel’s დაიხურა 1938 წლამდე. 

ის-ის იყო საწარმო გაიხსნა, რომ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ისევ მოუწიათ მისი დაკეტვა. ერთ-ერთი მიზეზი მარცვლეულის დაზოგვა იყო. ჯეკის ძმისშვილს, მოტლოუს არ სურდა გადაეხვია ბიძის რეცეპტისთვის, ამიტომ მან საწარმოს დახურვა არჩია, ვიდრე მარცვლეულის სხვა პროდუქტით ჩანაცვლება. 

ახალი მფლობელი

1956 წელს ვისკის საწარმო კომპანია Brown-Forman Corporation-მა იყიდა. აღსანიშნავია, რომ კორპორაცია მას დღემდე მართავს. 

ბრენდის რეკლამირება

ფილმში GoldenEye ჯეიმს ბონდი თავის კაბინეტში სვამს Jack Daniel’s-ის ვისკის. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ფილმი, რომელშიც ვისკი ჩნდება. ის ნაჩვენებია ათეულობით ფილმსა თუ მუსიკალურ კლიპში. Brown-Forman Corporation ამტკიცებს, რომ მას არასოდეს გადაუხდია პროდუქტის განთავსებისთვის. თუ ეს მართალია, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯეკ დენიელსის ბრენდი ძალიან პოპულარული იყო და მისით თვითონ ინტერესდებოდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები.

ერთ-ერთი ცნობილი ცნობილი ადამიანი, რომელმაც ახლო ურთიერთობა დაამყარა Jack Daniel’s-თან, იყო ფრენკ სინატრა. როგორც ამბობენ, ის ამ ბრენდის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ხედავდნენ, როგორ სვამდა მას სცენაზე, როდესაც მღეროდა თავის ცნობილ სიმღერებს “Fly Me To The Moon” ან “My Way”. მეტიც, ერთ-ერთ კონცერტზე მან გამოიტანა ვისკის ბოთლი და პუბლიკას წარუდგინა როგორც „ღმერთების ნექტარი”. ცნობილია, რომ მას არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა ბრენდთან, თუმცა სინატრას ასეთმა რეკლამამ Jack Daniel’s-ს საყოველთაო აღიარება მოუპოვა.

პატივისცემის ნიშნად, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ კომპანიამ გამოუშვა Sinatra Select. 

Jack Daniel’s დღეს

Jack Daniel’s-ს დღემდე მხოლოდ ერთი დისტილერია აქვს. ეს არის შვიდსართულიანი კასრის სახლი, რომელთაგან თითოეული ინახავს 1 მილიონ გალონ ვისკის. დისტილერია საინტერესო ადგილია ვიზიტორებისთვის, ამიტომ მას ყოველწლიურად 250,000-მდე ადამიანი სტუმრობს. 

მსოფლიო მასშტაბით ის ყიდის 7 სხვადასხვა სახეობის ვისკის. ასევე ხშირად აქვს ხოლმე შეზღუდული ან საკოლექციო გამოცემები. 

კომპანიის წარმატების ისტორია 13 წლის ჯეკ ნიუტონის სახელის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც მაშინ ალბათ არც კი იცოდა, რომ ვისკის დამზადების შესწავლით, ოდესმე მსოფლიო ბრენდს შექმნიდა, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Startup Drive-ის 2022 წლის გამარჯვებულები ცნობილია

ნახეთ: Neolea-ს ზეითუნის ზეთის მინიმალისტური ლოგო და დიზაინი