საკმაოდ რთულია ისეთი რაიმეს შექმნა, რაც ყველას მოეწონება. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ჩვენს რეცეპტორებს ეხება… არც მაკდონალდსის ბურგერი უყვარს ყველას და არც KFC-ის ფრთები. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ ჩამონათვალში Jack in the Box-ის სწრაფი კვების ქსელიც მოექცა — კამპანიას სწორედ იმ ადამიანებისთვის ქმნიან, რომლებიც დიდად კეთილგანწყობილნი არ არიან მათი ბურგერების მიმართ.
გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და მონაწილეებისთვის ახალი ბურგერის დაგემოვნება შეეთავაზებინათ ოღონდ ისე, რომ არ სცოდნოდათ ეს ვისი პროდუქტი იყო. Smashed Jack-ის ბურგერზე ორი წელი მუშაობდნენ და ეს ექსპერიმენტის შედეგებსაც დაეტყო — Jack in the Box-ის „ჰეითერები“ Smashed Jack-ით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და გაკვირვებულიც რჩებიან, როცა Jack Box საკუთარ თავს ავლენს:
Smash the Haters-ის კამპანიაზე TBWA\Chiat\Day-მ იმუშავა.