in

Alibaba-ს დამფუძნებლის მარცხის გზა, რომელიც გამარჯვებით დასრულდა

მსოფლიო მას ჩინეთის უმდიდრეს ადამიანად იცნობს. ჯეკ მას ქონება, ამ დროისათვის, $23.2 მილიარდად არის შეფასებული. ასეთი სტატუსის მიღმა უნდა მდგომ ადამიანს უჩვეულოდ კონტრასტული ისტორია აქვს. ამიტომ, გირჩევთ, არ შეგიყვანოთ რიცხვებმა შეცდომაში. გაგიკვირდებათ და, ჯეკ მამ დაწყებითი სკოლის გამოცდა ორჯერ ვერ ჩააბარა, სამჯერ – საშუალო სკოლის მისაღები გამოცდა. უნივერსიტეტში ჩაბარებისას კი, სანამ ხანჯოუს პედაგოგიკურ უნივერსიტეტში მოხვდებოდა, სამჯერ ჩაიჭრა. ჰარვარდის უნივერსიტეტში დოკუმენტები ათჯერ მაინც გაგზავნა და ყოველ ჯერზე, უარი მიიღო. მარცხის ეს მცირე ჩამონათვალი მხოლოდ მის სასწავლო პერიოდს ეხება.

ბაკალავრის ხარისხის მიღებისას და მის შემდეგაც, ჯეკ მა დაუღალავად ცდილობდა სამსახურის პოვნას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. „როდესაც ჩინეთში KFC შემოვიდა, სამსახურის საძებნელად 24 ადამიანი მივიდა. მათგან 23 აიყვანეს. მხოლოდ მე მითხრეს უარი“, – იხსენებდა მილიარდელი მოგვიანებით. ჯეკ მა არ მიიღეს პოლიციის თანამშრომლადაც.

ჯეკ მამ მარცხი განიცადა ანტრეპრენერულ წამოწყებებშიც, თუმცა ჯიუტად განაგრძობდა მცდელობებს.

ერთხელაც, მას ჰკითხეს მისი წარუმატებლობების შესახებ. მისი პასუხი ასეთი იყო: „ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ამას. არც ისეთი კარგები ვართ“. უარყოფი ტკივილის გადალახვამ და მათი შესაძლებლობებად აღქმამ ჯეკ მას სრულიად ახალი გზა გაუხსნა. მრავალი უარის შედეგად, 1995 წელს, ჯეკ მა აშშ-ში გაემგზავრა, ავტომაგისტრალების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის. სწორედ იქ გაეცნო ინტერნეტსა და კომპიუტერს. იმ დროისათვის, კომპიუტერი ჩინეთში იშვიათი მოვლენა იყო, მისი მაღალი ფასიდან გამომდინარე, ხოლო ინტერნეტი და ელექტრონული ფოსტა საერთოდ არ არსებობდა. პირველი სიტყვა, რაც მან ბრაუზერში ჩაწერა, იყო „ლუდი“. შემდეგ, ის ეძებდა ინფორმაციას ჩინეთზე, თუმცა ვერაფერი ნახა. ამიტომ მოუვიდა აზრად, რომ დროა, ჩინელებმა ინტერნეტი გაიცნონ.

მან შეძლო 17 მეგობრის დარწმუნება, ჩაედოთ ამ საქმეში ინვესტიცია და დაეწყოთ ელექტრონული კომერციის სტარტაპი Alibaba. ოფისი მის ბინაში მოაწყვეს. თავდაპირველად, Alibaba-მ ინვესტორების მოზიდვა საერთოდ ვერ შეძლო. მოგვიანებით კი, ჯერ SoftBank-მა ჩადო 20 მლნ დოლარი, შემდეგ, Goldman Sachs-მა – 5 მილიონი დოლარი. სწორედ აქედან შეცვალა წარუმატებლობა გამარჯვებამ.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – ბექა ადამაშვილი

მოუსმინეთ შავი ხვრელის ხმას, რომელიც NASA-მ ჩაწერა