in

„წარმატების მისაღწევად აუცილებელი არ არის, ბევრი იცოდეთ, მთავარი სხვა რამეა“ – Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა

Alibaba Group Founder and Executive Chairman, China's Jack Ma speaks during a panel session on the second day of the World Economic Forum, on January 18, 2017 in Davos. / AFP / FABRICE COFFRINI (Photo credit should read FABRICE COFFRINI/AFP/Getty Images)

„წარმატების მისაღწევად აუცილებელი არ არის, ბევრი იცოდეთ. მთავარია, თქვენზე ჭკვიანი ადამიანი იპოვოთ და მასთან ერთად იმუშაოთ“, – ამბობს, ჯეკ მა, რომელიც, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია. მან საერთაშორისო კონგლომერატი Alibaba  შექმნა და ელ.კომერციის, „რითეილის“, ინტერნეტის, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების კუთხით მომუშავე კომპანიას, დღეს, თავად ხელმძღვანელობს. თუმცა, კარიერა, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო.

ჯეკ მა – Alibaba-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

და მაინც, რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო?!

„თავიდან, ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის არაფერი გამეგებოდა. რეალურად, ბევრის ცოდნა არც არის საჭირო. მთავარია, ვინმე, თქვენზე ჭკვიანი იპოვოთ და მასთან ერთად იმუშაოთ. მე ყოველთვის ასე ვიქცევი – ჩემზე ჭკვიან ხალხს ვეძებ. როცა ბევრი ასეთი ადამიანი ერთად მუშაობს, წარმატება გარდაუვალია“, – ამბობს ჯეკ მა.

მისი აზრით, მთავარია ორი რამ: სამსახურში თქვენზე ჭკვიანი ხალხი აიყვანოთ და ყველაფერი გააკეთოთ, რომ მათ ერთად მუშაობა მოახერხონ.

რას ნიშნვას „კარგი მენეჯერი“ ?! 

გუნდის წევრებს, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულება. მაგრამ, როგორც წესი, საქმეს „რჩეულების“ ანუ მენეჯერების ეგო ართულებს. უკვე მიღწეული წარმატებების გამო, ფიქრობენ, რომ, ყველა უნდა დაეთანხმოს, თავად კი კომპრომისზე წასვლა უჭირთ. რეალურად კარგ ხელმძღვანელს კი, საკუთარი „მეს“ უკანა პლანზე გადაწევა და სიტუაციის დარეგულირება არ უჭირს, კარგად იცის თითოეული თანამშრომლის ძლიერი და სუსტი მხარეები, ხვდება, რამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება და ისიც ესმის, რომ, ზოჯერ, კონფლიქტის საქმის სასარგებლოდ გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ, რა თქმა უნდა, როცა ვითარებას ბოლომდე აკონტროლებ. კარგი მენეჯერი მაქსიმალურად იყენებს გუნდის თითოეული წევრის რესურსს და მათ მოტივაციასაც აძლევს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მან ყოველთვის იცის, როგორ გააჩინოს თანამშრომლებს შორის ნდობა და ახერხებს, ეს თავადაც დაიმსახუროს.

ასე, რომ თუ გსურთ გუნდი ეფექტურად მართოთ, დაიმახსოვრეთ, თქვენ ნამდვილად არ ხართ ყველაზე ჭკვიანი მათ შორის და პრინციპში, ეს არც გჭირდებათ. მთავარია, თანამშრომლებს მისცეთ საშუალება, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ.

წყარო: INC.



Protected: მაკეტი, როგორც განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროექტი

„ფიროსმანიც ხომ, რაღაცნაირად, სტრიტ-არტისტი იყო?!“ – „ნიკოს“ დიალოგი ურბანულ კულტურასთან