in

Jack Wolfskin – ბრენდი, რომლის წარმოშობაც მგლის ყმუილით დაიწყო

თუკი ლაშქრობა გიყვართ და ბრენდების სამოსსა და აქსესუარებს ხშირად არჩევთ, Jack Wolfskin-ის შესახებაც გექნებათ გაგონილი. გაინტერესებთ, საიდან იწყება „მგლისტყავიანი“ ბრენდის ამბავი? მისი დაფუძნება ულრიხ დაუზიენს უკავშირდება – თავგადასავლების მოყვარულ ბოისკაუტს, რომელიც ფრანკფურტის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, პალესტინურ შარფებს ყიდდა. $6000 რომ დააგროვა, სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა დაიწყო საკუთარ ბინაში მოწყობილ მაღაზიაში. რეკლამას ხელნაწერი ბარათებით აკეთებდა და უნივერსიტეტის კაფეში ტოვებდა.

საქმე კარგად მიდიოდა. ულრიხმა ღია ცის ქვეშ მაღაზია SINE გახსნა და ამერიკიდან და ტაივანიდან ჩამოტანილ ტანსაცმელს ყიდდა.

ერთხელაც, 1980 წელს, ულრიხმა ბიზნესისგან შესვენება გადაწყვიტა და იუკონის ტერიტორიებისკენ გაემართა სამოგზაუროდ. ერთხელ ღამით, მგლების ყმუილი მოესმა. წარმოიდგინა მგელი, რომელიც თოვლზე დადიოდა და მხოლოდ საკუთარი ბეწვით თბებოდა. მგლის ბეწვი ალბათ საუკეთესო დაცვა იქნებოდა უამინდობაშიო, გაიფიქრა. სახელიც აქედან მოდის Wolfskin – მგლის ტყავი, ხოლო Jack იმ ადგილს ჰქვია, სადაც ჯეკ ლონდონმა წინაპართა ძახილის შთაგონება მიიღო.

ულრიხი თავად იყო მოგზაური, ამიტომ სურდა ხარისხიანი პროდუქტი ეწარმოებინა. საქმე ისეთ ხალხს მიანდო, რომლებიც ყველაზე ექსტრემალური კლიმატისთვის ქმნიდა სამოსს. ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა Jack Wolfskin-ის პირველი ინოვაციური პროდუქტი – ბრენდული წყალგაუმტარი ქსოვილი Texapore, და ზურგჩანთის Air Control System (ACS)-ის ტექნოლოგია, რომელიც ზურგსა და ჩანთას შორის ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს. ამ პერიოდში, ბრენდმა შეიმუშავა პირველი ქურთუკი 3-1-ში, გაუმჯობესებული მახასიათებლებით. იმ დროისათვის, სამფენიანი ქურთუკები არსებობდა, თუმცა მოქნილობა და პრაქტიკულობა აკლდა. მძიმე ბეწვი მსუბუქი მასალებით ჩაანაცვლა და ელვა-შესაკრავი დაუყენა. სულ მალე, Jack Wolfskin გერმანიაში მრავალფუნქციური ქურთუკების ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად იქცა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

პირველი ელექტრომობილები და მათი ისტორია

„ინსპირაცია“: დრო გჭირდება, რომ გაუძლო დროს!