in

Jackscrew Vodka — ჩიკაგოს არქიტექტურით შთაგონებული ბრენდის კონცეფცია

1800-იანი წლების განმავლობაში ჩიკაგოდ ტერიტორიაზე ჭაობის მსგავსი საცხოვრებელი პირობები იყო, რამაც ეპიდემიების განვითარებას შეუწყო ხელი. უკვე 1850-იანი წლებისთვის კრიზისმა ინჟინრები აიძულა, ქალაქის მასშტაბით საკანალიზაციო და ქარიშხლის სისტემა აეშენებინათ, რაც ინფრასტრუქტურის სიმაღლის გაზრდასაც მოითხოვდა — შედეგად, ხრახნიანი ჯეკების გამოყენებით, ქუჩები და შენობები ნელ-ნელა ამოდიოდა ჭაობიდან.

სწორედ ეს ისტორია უდევს საფუძვლად არაყ Jackscrew-ის ბრენდინგს, როგორც მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული არქიტექტურული და საინჟინრო მიღწევა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ბოთლების უმეტესობა სასმელზეა მორგებული და არა, თავად ბრენდზე. ამ მიდგომის გათვალისწინებით, Jackscrew-ისთვის შეიმუშავეს ბოთლი, რომელიც მორგებულია როგორც მომხმარებელზე, ისე სასმელზე.

„ჩვენი კვლევის მიხედვით, ჩამოსასხმელად იდეალური ბოთლს მაღალი ყელი უნდა ჰქონდეს, რომლითაც კარგად შეიძლება მისი დაკავება. ხოლო ბრტყელი ძირი ბარმენს ბოთლის ტრიალს გაუადვილებს და თაროზე დადებაც მეტად უსაფრთხო იქნება. ჩვენც ეს მახასიათებლები გამოვიყენეთ ძირითად პრინციპებად“, — ამბობენ კომპანიაში.

ამას ემატება ხრახნიანი ჯეკით შთაგონებაც — „ისინი არა მხოლოდ ტექნიკურად სრულყოფილია, არამედ ვიზუალურადაც მიმზიდველია“.

Skio Gudauri – მათგან, ვისაც სრიალი უყვარს

M&M’s-ის ცნობილ პერსონაჟებს კომიკოსი მაია რუდოლფი ჩაანაცვლებს