in

Pepsi-ს ქილებზე მაიკლ ჯექსონი, რეი ჩარლზი და ბრიტნი სპირსი გამოჩნდნენ!

Pepsi-მ კამპანია #PepsiGeneration-ის ფარგლებში თავის ქილებს ვიზუალი შეუცვალა. ბრენდმა, ძველ ლოგოებთან ერთად, შეფუთვაზე იმ ლეგენდარული მომღერლების სურათები დაიტანა, რომლებსაც კომპანიის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. მაიკლ ჯექსონის, რეი ჩარლზისა და ბრიტნი სპირსის გამოსახულებიანი რეტრო სტილის ქილის სასმელები გაყიდვაში დიდი რაოდენობით, თუმცა, ხანმოკლე პერიოდით ჩაეშვება. ბრენდი კამპანიით ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ Pepsi-ის გაზიანი სასმელი ნებისმიერი თაობისა და გემოვნების ადამიანისთვისაა.

 

 

 

ბრიტანულმა ცენტრმა საიუბილეო 15 წელი საზეიმოდ აღნიშნა

რა არის შენთვის სილამაზე? HUAWEI P20 Lite-ის ქართული ვიდეოექსპერიმენტი