in ,

“ამ სამყაროში ადგილი ყველას ეყოფა!” – Jackson Hole-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

“ამ სამყაროში ადგილი ყველას ეყოფა…” – ეს სიტყვები ლეგენდარული მსახიობის, ჩარლი ჩაპლინის იმ გენიალური გამოსვლიდანაა, რომელიც საზოგადოებამ 1940 წელს არაჩვეულებრივ ფილმ “დიდ დიქტატორში” იხილა. ერთი შეხედვით უცნაურია, თუმცა ძალიან ეფექტური და ორიგინალურია მიდგომა, თუ როგორ დააკავშირა სამთო-სათხილამურო კურორტმა Jackson Hole, ეს შთამბეჭდავი ტექსტი თავის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლთან. ზამთარი ახლოვდება და ამ ადგილისთვის ყველაზე აქტიური, ხმაურიანი და ლამაზი პერიოდიც ზუსტად ახლა იწყება.  სააგენტო Colle McVoy-ს მიერ მომზადებული Stay Wild, სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც მაყურებელს ვერც ამ შესანიშნავი სანახაობის და რა თქმა უნდა, ვერც ადგილის მიმართ დატოვებს გულგრილს. საოცარი კადრების გარდა, ვიდეოს განსაკუთრებით ამაღელვებელს სწორედ ჩარლის ტექსტი ხდის, რომელიც საზოგადოებას მეტი თავისუფლებისკენ, თავგადასავლების, ახალი აღმოჩენებისა და უბრალოდ, მეტი ცხოვრებისკენ მოუწოდებს.

BOG
BOG

 

“მართვის აკადემიამ” ანიმაციური ტრენინგი შექმნა

დაბრკოლებები, რომლებსაც ავტომობილი მძღოლზე ადრე აღიქვამს! – Mercedes-Benz-ის პრინტ კამპანია