in

არცერთი დღე ყავის გარეშე! – Jacobs-ის სახალისო ინსტაგრამ კამპანია, ყავის საერთაშორისო დღისთვის

ყავის სურნელს ამ სასმლის ნამდვილი მოყვარული შორიდანვე ადვილად ცნობს. ასეთი ადამიანი კი მსოფლიოს გარშემო მილიონობით მოიძებნება. ყავა გვაერთიანებს, განწყობას გვიუმჯობესებს და გვახალისებს. როგორც ჩანს, მან იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ჩვენს ყოველდღიურობაში, რომ ყავის საერთაშორისო დღეც კი დაწესდა – მსოფლიო მას 1-ლ ოქტომბერს აღნიშნავს. ამ თარიღს Jacobs-იც შეუერთდა, სააგენტო Socialsharks-თან ერთად, წამოიწყო კამპანია, რომელიც 28 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის მთავარი გზავნილი ჩვენს ყოველდღიურობას უკავშირდება, რომელიც ყავის გარეშე უკვე წარმოუდგენელია. შემოქმედებითმა ჯგუფმა მთავარ საკომუნიკაციო არხად ინსტაგრამი აირჩია, შექმნა სპეციალური ფილტრი, რომელიც სახალისო პერსონაჟების საშუალებით გვაჩვენებს, როგორები ვართ ყავის დალევამდე. ამას გარდა, შეიქმნა სტიკერების ნაკრები და აქტივობებში ინფლუენსერებიც აქტიურად ჩაერთვნენ. როგორ შეიქმნა Jacobs-ის კამპანია, Jacobs Douwe Egbert-ის უფროსმა ბრენდ მენეჯერმა კავკასიაში, გვანცა გაბუნიამ და Socialsharks-ის გენერალურმა მენეჯერმა ნუცა ქირიამ გვიამბეს.

„მოგეხსენებათ Jacobs Douwe Egbert არის ყავისა და ჩაის საერთაშორისო კომპანია. რომლის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი არის Jacobs. ყავის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გვინდოდა Jacobs-ის მომხმარებელს განსაკუთრებული გამოცდილება მიეღო, რომელიც დადებით ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული და მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა განსხვავებული, კრეატიული და ახალგაზრდა აუდიტორიაზე მორგებული სახალისო კამპანია,“ – გვიამბო გვანცა გაბუნიამ.

M: რა იყო სააგენტოს დავალება და კამპანიის ფარგლებში, როგორი პოზიციონირება უნდა ჰქონოდა ბრენდს?

გვანცა გაბუნია: ჩვენს ცხოვრებაში არსებობს მომენტები, რომელიც გვაბედნიერებს. ასეთია ყავის მირთმევის რიტუალი და ის ბევრი ჩვენთაგანის ყოველდღიურობის ნაწილია. ბრენდის პოზიციონირებაც სწორედ ეს არის: Jacobs ყოველდღიური უბრალო მომენტებით ტკბობაში გვეხმარება.

სააგენტოს მთავარი გამოწვევა იყო სოციალურ მედიაში ყავის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, რაც ახალი, უფრო თანამედროვე გზით გაუხალისებდა ჩვენს მომხმარებელს დღეს. ამასთან, უფრო ახალგაზრდა და თანამედროვე აუდიტორიის ყურადღებას მიიქცევდა. აბა როგორ წარმოგედგინათ ყავის საერთაშორისო დღე ჩვენ Jacobs-ის გარეშე, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია?

M: როგორ მიხვედით შემოქმედებითი გუნდი კამპანიის გადაწყვეტამდე?

ნუცა ქირია: დავალება, ყავის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბრენდის ციფრულ არხებში ეფექტური კამპანიის გაკეთებას მოიცავდა.

ვერ აღვნიშნავთ ყავის საერთაშორისო დღეს თუკი არ იარსებებს ყავა, რომელიც ყავის მოყვარულების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ამ დაშვებაზე დაყრდნობით მივედით ინსაითამდე –  როგორი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობა ყავის გარეშე?!

გავაანალიზეთ ყავის მოყვარულების რუტინა, რომელიც რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან განსხვავებული აღმოჩნდა, თუმცა გამოიკვეთა ერთი საერთო თემა – განწყობა, რომელიც ყავის დალევამდე გვაქვს. ეს შეიძლება იყოს ძილიანობა, უხასიათობა, კონცენტრაციის უუნარობა და სხვა. საბოლოოდ, ექვს ყველაზე ხშირად გაჟღერებულ განწყობაზე შევჯერდით და შემდეგ ვაქციეთ ისინი პერსონაჟებად.

M: რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი?

გვანცა გაბუნია: ხშირად გვსმენია ყავის მომხმარებლების კომენტარები, ყავის რიტუალამდე. აღნიშნავენ, როგორ აწუხებთ ძილიანობა, უხასიათობა, დისოციაცია, თავის ტკვილი და სხვა. სწორედ ამ დროს გვეხმარება Jacobs-ის არომაგია ყავის მოყვარულებს, მოვიშოროთ ეს უსიამოვნო შეგრძნებები და გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.

M: როგორ შეიქმნა პერსონაჟები?

ნუცა ქირია: განწყობა, რომელიც ყავის მოყვარულებს მის დალევამდე გვაქვს გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნის. ჩვენ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ ამას. პერსონაჟების შექმნით და კომუნიკაციაში მათი გამოყენებით მომხმარებლებს, ერთი მხრივ, ვაჩვენებთ მათთვის ნაცნობ პრობლემას – ყოველდღიურობას ყავის გარეშე და ამასთან ერთად, მისი მოგვარების გზას წარმოვუდგენთ. 

არომაგია, რომელიც შენი თავის საუკეთესო ვერსიად გაქცევს – კამპანიის მთავარი გზავნილია.

M: კამპანიის მთავარ საკომუნიკაციო არხად ინსტაგრამი რატომ აირჩიეთ?

ნუცა ქირია: „სმარტფონების ერაში მობილურმა სრულიად შეცვალა ის, თუ როგორ ითვისებს მომხარებელი კონტენტს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლის ქცევას, და ვცდილობთ კამპანია ავაგოთ mobile-first გამოცდილებაზე. ინსტაგრამი მაქსიმალურადაა ორიენტირებული და მორგებულია მობილურ მოწყობილობებზე, რომლის ძირითადი მომხმარებელი სწორედ ჩვენს სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი მიზანიც მათი მოზიდვა და ამ კამპანიაში ჩართვა იყო. საკომუნიკაციო არხებზე მსჯელობისას კი, ახალ სამიზნე აუდიტორიასთან ერთად, მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ინსტაგრამი, მომხმარებლების ინტერაქციის კუთხით, კამპანიის გაშლის უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობას მოგვცემდა.

შევქმენით AR ფილტრი, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას თავად მოირგოს იმ მდგომარეობის შესაფერისი პერსონაჟი, რა მდგომარეობაშიც ყავის დალევამდე იმყოფება. ხელმისაწვდომი იქნება სტიკერები სთორებისთვის, რომელიც ასევე ყავის გარეშე გამოკვეთილ განწყობებსა და მდგომარეობებს ასახავს. რილები, რომლებიც თანამედროვე ტრენდებზე შეიქმნა და ინტერაქციული სთორები, რომელიც მომხმარებელს ხალისიან განწყობას შეუქმნის.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც საბოლოოდ მიზნად გვექცა კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაციაა. ინსტაგრამის პროფილიდან გამომდინარე, ვორიენტირდით მობილურით გენერირებულ და მათზე მორგებულ კონტენტზე, რაც არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტსა და ფართომასშტაბიან გადაღებებს. სასურველი შედეგის მისაღებად, აუდიტორიისთვის საინტერესო კონტენტზე, მათ ყოველდღიურობასა და საინტერესო პერსონაჟებზე ვორიენტირდით.

M: როგორ ჩართეთ ინფლუენსერები და როგორია მათი როლი კამპანიაში?

ნუცა ქირია: კამპანიაში ჩავრთეთ სამიზნე აუდიტორიისთვის ცნობილი სახეები. ინფლუენსერების შერჩევა ბრენდთან საერთო ღირებულებების ქონაზე დაყრდნობით მოხდა. 

ინფლუენსერები მონაწილეობას იღებენ როგორც კამპანიის კონტენტში, ისე კამპანიის ცნობადობის გაზრდაში. იქიდან გამომდინარე, რომ კამპანია მრავალფეროვანია და სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ინფლუენსერების როლი სწორი გზავნილების მიტანა და კამპანიის საკუთარ არხებში გაშლაა.

ვოლტი ზუგდიდშია!

ლიბერთი სოციალური საწარმო ,,ჩუ“- ს მხარდამჭერია