Jacquemus, ფრანგული ბრენდი, რომელიც მცირე ზომის ჩანთების წარმოებითაა დაკავებული, პროდუქტის პოპულარიზაციის ახალ ეტაპზე გადადის — ავტობუსის ზომის ჩანთები. თუ მისი დიზაინერები ამტკიცებენ, რომ პატარა სივრცე საკმარისია საჭირო ნივთების ჩასატევად და არაფერი ზედმეტის სატარებლად, ამ შემთხვევაში მასშტაბები გაიზარდა.
მართალია, პარიზის „ქუჩებში გამოჩენილი“ ჩანთის ფორმის ავტობუსები რეალობას არ შეესაბამება და მხოლოდ 3D რენდერის შედეგია, მაგრამ საზოგადოების აღფრთოვანება ნამდვილად მოჰყვა. ეს შესანიშნავი გზა აღმოჩნდა სერიის პოპულარიზაციისთვის — ნაცვლად იმისა, რომ სტანდარტულად მოდელების ხელებში გვეხილა ჩანთები. თანაც, სოციალურ ქსელებში გავრცელებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ბევრს სჯეროდა, რომ პარიზში ჩასვლისას ნამდვილად შეძლებდნენ Jacquemus Express-ით მგზავრობას.