in ,

“ჯადოსნური” კალამი, რომელიც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიებას აადვილებს – Getty Image

მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიისა და ინტერნეტ სივრცის საშუალებით, სასურველი ინფორმაციისა თუ ფოტომასალის მოძებნა უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ მაინც, Getty Image-მა გადაწყვიტა პროცესი უფრო გაემარტივებინა და რაც მთავარია, კიდევ მეტად გაემდიდრებინა ინტერნეტში არსებული ფოტოარქივი. სწორედ ამიტომ, ბრენდმა სააგენტო BBDO-ს დახმარებით, ახალი, ძალიან საინტერესო და მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი ხელოვანი ადამიანებისთვის, მიმზიდველი კამპანია შექმნა. პირველ ეტაპზე, კამპანიისთვის სპეციალური ჭკვიანი კალამი (Smart Pen) და აპლიკაცია მომზადდა, რომლებიც ერთმანეთთან პირდაპირ არიან დაკავშირებული. ამის წყალობით, მომხმარებელს უკვე შეუძლია ჩვეულებრივ ფურცელზე სასურველი საძიებო ინფორმაციის ამსახველი ძალიან მარტივი სილუეტი დახატოს, Google-ი მას მაშინვე ავტომატურად უჩვენებს ყველა ალტერნატიულ მასალას. რაც მთავარია, როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, ეს პროექტი დაეხმარება ხელოვან ადამიანებს და მისცემს მათ საშუალებას, თავიანთი ნამუშევრები კიდევ უფრო გააუმჯობესონ, შემდეგ კი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუზიარონ მსოფლიოს.

 

მუსიკა, როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალება! – სოციალური საწარმო “მუსთერაპიული ცენტრი”

ტატუ, როგორც ჯანმრთელობის დეტექტორი! რევოლუციური ბიოტექნოლოგია!