in

ცინცინატის ხელოვნების მუზეუმში „ჯადოსნური სარკე“ აღმოაჩინეს

„სარკევ, სარკევ, რა არის ყველაზე დიდი სიურპრიზი?“ ცინცინატის ხელოვნების მუზეუმის მკვლევრებისთვის კოლექციაში „ჯადოსნური სარკის“ აღმოჩენა ნამდვილად გამაოგნებელი იყო. ბრინჯაოსგან დამზადებული ელეგანტური ანტიკური სარკე 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახებოდა აღნიშნული მუზეუმის კოლექციაში, თუმცა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს მისი განსაკუთრებული მხარე — როდესაც მის ზედაპირს სინათლე ეცემა, კედელზე ბუდას გამოსახულება ირეკლება.

2021 წლის გაზაფხულზე ცინცინატის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლეთ აზიის ხელოვნების კურატორმა, დოქტორ ჰოუ-მეი სუნმა დაიწყო იშვიათი „ჯადოსნური სარკეების“ კვლევა. ყველაზე ადრეული მაგალითები ჩინეთის ჰანის დინასტიით თარიღდება. ამ უჩვეულო სარკეების სხვა მაგალითები იაპონიაშიც იქმნებოდა.

მუზეუმის საკუჭნაოში დოქტორმა სუნმა კონსერვაციის ექსპერტს სთხოვა, სარკეზე შუქი დაენათებინა. რესტავრატორმა ტელეფონის ფანარი გამოიყენა და სხივი მბზინავი ზედაპირისკენ მიმართა. სარკის მოპირდაპირე ბნელ კედელზე ბუდას დიდებული გამოსახულება გამოჩნდა „ჩვენ ძალიან ავღელდით. ეს ჩინეთის ეროვნული საგანძურია და ძალიან გაგვიმართლა, რომ ხელახლა აღმოვაჩინეთ ეს იშვიათი ნივთი“. 

სარკის შესაქმნელად ხელოსნები, სავარაუდოდ, მედალიონის ერთ მხარეს რელიეფურ ბრინჯაოს სასურველ გამოსახულებას ჩამოასხამდნენ. შემდეგ ისინი ნელა ასწორებდნენ მეტალს მეორე მხარეს და  ამრეკლავ ბზინვარებამდე აპრიალებდნენ. შემდეგ ამ მხარეს ვერცხლისწყლის საფარი იქნა გამოყენებული, რამაც გამოსახულებას მეტი სიცხადე შესძინა. ცინცინატის ხელოვნების მუზეუმის არტეფაქტის შემთხვევაში, სარკეს დაემატა კიდევ ერთი ბრინჯაოს ფირფიტა, რომელზეც ჩინური სიმბოლოები იყო გამოსახული.

სარკეების ზუსტი ოსტატობა ჯერ კიდევ საიდუმლოა მეცნიერებისთვის, მაგრამ ამ „გამჭვირვალე“ სარკეებით (როგორც მათ ჩინურად უწოდებენ) აღფრთოვანება მუდმივია; ისინი ძალიან იშვიათი და ძალიან ლამაზია. „რაც არ უნდა შეგეძლოს თეორიულად ახსნა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელოსანზე, რომელიც აპრიალებს წარმოუდგენლად რთულ ზედაპირს“, — განმარტავენ მეცნიერები.

ნახეთ: ცის კადრებით შექმნილი „ვიტრაჟები“

„როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ — პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა