6
Jun
2017

Castorama-ს ჯადოსნური შპალერი და აპლიკაცია, რომელიც ზღაპრებს უკითხავს პატარებს

6 Jun 2017



სამსახურიდან გვიან მოსულ, გადაღლილ მშობლებს, შვილების განაწყენებისგან საბავშვო შპალერი იხსნის. ფრანგული კომპანია Castorama, რომელიც სახლის მოწყობისთვის საჭირო აქსესუარებს აწარმოებს, მომხმარებელს წარმოუდგენელ პროდუქტს სთავაზობს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრენდის შპალერი ლამაზი ნახატებითა და პერსონაჟებით, ბავშვებისთვის ნამდვილი ზღაპრების წიგნია, მასზე დახატულ თითოეულ საყვარელ გმირს, თავისი ინდივიდუალური ისტორია და ზღაპარი აქვს. უჩვეულო სიახლისთვის, ბრენდმა სპეციალური აპლიკაციაც შექმნა. ბავშვს შეუძლია ერთი, ან მეტი პერსონაჟის პროგრამაში გატარება და შემდეგ მათ შესახებ საინტერესო ზღაპრის წაკითხვა. ასეთი პროდუქტი სასიხარულოა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც. 

 

განხილვა