in

Jaeger-LeCoultre-მ ჰოკუსაის ნამუშევრები საათზე დაიტანა

შვეიცარელმა საათების მწარმოებელმა Jaeger-LeCoultre-მ სულ ახლახან გამოაქვეყნა იაპონელი მხატვრის ხელოვნებით შთაგონებული 2 ნამუშევარი, რომლითაც კაცუშიკა ჰოკუსაის მიაგო პატივი… ეს საათები Reverso Tribute-ის კოლექციის ნაწილია, მხატვრის ნამუშევრები კი მინანქრით არის შესრულებული. 

BOG
BOG

უფრო კონკრეტულად Jaeger-LeCoultre-ის საათებზე ჰოკუსაის ორი შედევრია დატანილი: The Waterfall At Ono On The Kisokaido Road და The Waterfall Where Yoshitsune Washed His Horse At Yoshino In Yamato Province. ეს ნახატები კი მხატვარმა 1831-1833 წლებში იაპონიაში მოგზაურობისას შექმნა… 

ჰოკუსაის ნამუშევრების მინიატურულ მასშტაბში გადატანა საათის მწარმოებლების დიდ ოსტატობას მოითხოვდა — Geneva-ს ტექნიკით მინანქრის დატანას ზუსტად 8 საათი დასჭირდა, რაც მოითხოვდა მინანქრის 14 ფენას, რომელთაგანაც თითოეული 800 გრადუსზე უნდა გაცხელებულიყო. როგორც ჩანს, ეს წარმატებითაც მოახერხეს, ნამუშევრის ორიგინალი ფერები, თავისივე დეტალებით, საათზე ზუსტად არის დატანილი.

აი, რატომ უნდა წაახალისოთ ტექნიკური გუნდის წევრები პრობლემებზე სასაუბროდ

კონტაქტური ლინზის კონცეფცია ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის!