ბრენდის იდენტობას ახალი ფერი რომ შემატოს, Jägermeister-მა PANTONE Color Institute-თან გაერთიანება გადაწყვიტა. შედეგად კი ორ ფერს გვაცნობენ — Herbal Green და Culture Orange, რომლებსაც შეზღუდული გამოშვების დიზაინში შევხვდებით.
დიახ, პირველი შემთხვევაა, როცა Jägermeister მონოქრომული გახდა. საკულტო გერმანულმა ლიქიორმა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ეტიკეტი გვერდით ჩამოიტოვა და Pantone-ის ელფერით არაპრიალა ვიზუალი შემოგვთავაზა. თითოეულ ბოთლის შეფუთვაში ჭიქასა და ბრენდისთვის დამახასიათებელ ობიექტს გვთავაზობენ, მაგალითისთვის Culture Orange-ის გამოცემაში Porsche 911 Carrera RSR-ს ვხვდებით, როცა Herbal Green-ის ვერსიას თან ირმისთავიანი საცობი ახლავს, რითაც Jägermeister-ის ლოგოსაც ეხმიანება.
აღსანიშნავია, რომ Herbal Green ბრენდის ხანგრძლივ ურთიერთობას ასახავს ბუნებასა და ბუნებრივ ინგრედიენტებთან, როცა Culture Orange Jägermeister-ის ურბანული ატმოსფეროს შეგრძნებასა და ღამის ცხოვრება უკავშირდება.
„ეს შემოქმედებითი პარტნიორობა PANTONE-თან ბრენდის სრულყოფილების ორ მხარეს ასახავს. ძირითადი ფერების ევოლუცია ჩვენი ორივე ბრენდის სამყაროსაც უკავშირდება მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და ნიუანსებით. Herbal Green და Culture Orange ჩვენი ბრენდის სრულ ხასიათს აჩვენებს“, — აცხადებს სვენ შინდლერი, Mast-Jägermeister SE-დან.
ხოლო მათთვის, ვისაც შეზღუდული გამოშვების დიზაინი მიიზიდავს, Jägermeister 9 სექტემბრიდან სულ 560 ერთეულს გამოუშვებს ონლაინ, ფასი კი 220 დოლარი იქნება. თუმცა, როგორც ვიგებთ, ოქტომბერში Jägermeister კონკრეტულ ბაზრებს აღნიშნული დიზაინის კომერციულ ვერსიასაც შესთავაზებს…