in

მანქანა თვითმფრინავის დიზაინით – Jaguar-ის ისტორია

ამ სტატიაში საუბარი Jaguar-ზე გვექნებალეგენდარულ ავტომწარმოებელზე, რომელმაც შეძლო, თავისი დახვეწილობითა და შესაძლებლობებით ნამდვილ იაგუარს გასჯიბრებოდა. მისი სეხნია ცხოველები ამერიკის წვიმიან ტყეებში ბინადრობენ, დარბიან ძალიან სწრაფად, აქვთ გამორჩეული გარეგნობა და ცნობილები არიან, როგორც ყველაზე ლამაზი და დახვეწილი გარეგნობის მტაცებლები. თუ კარგად დავაკვირდებით, ამავე სახელწოდების ბრენდიც მსგავსადვე შეგვიძლია, დავახასიათოთ.

Jaguar დღესდღეობით საერთაშორისო ავტომწარმოებელი ბრენდია, რომლის სათავო ოფისიც კოვენტრში, ინგლისში მდებარეობს. ესაა ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მანქანებს ქმნის ავტომოყვარულთათვის

და მაინც, როგორ დაიწყო Jaguar-ის ისტორია?

დაარსება

1922 წელს მოტოციკლების ორმა მოყვარულმა, უილიამ ლიონსმა და უილიამ უოლმსლმა დააარსა Swallow Sidecar Company; თუმცა1934 წელს უოლმსლიმ საკუთარი წილი ლიონსს მიჰყიდა. ამ ადამიანმა კომპანიას სახელწოდება გადაარქვა და უწოდა S.S. Cars Limited (შემდეგში უკვე S.S. Jaguar), რომელმაც 1935 წლიდან აქტიურად დაიწყო ავტომობილების წარმოება.

SS Jaguar 2.5L Saloon

პირველი მანქანა, რომელმაც „დიდი კატის” სახელი დაიმსახურა, იყო 1935 წლის SS Jaguar 2.5L Saloon. ეს იყო ომამდელ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი მანქანა დახვეწილი დიზაინით. სულ მალე, 1945 წელს კი ბრენდს ოფიციალურად ეწოდა Jaguar.

ბრენდის გამორჩეული ავტომობილი 50-იანებიდან

უილიამ ლიონსის მიერ სულ რამდენიმე თვეში შექმნილი XK120 მყისიერად გახდა ყველაზე პოპულარული მანქანა.

XK120 – ეს იყო ბრენდის პირველი სპორტული მანქანა მას შემდეგ, რაც SS100–მა შეწყვიტა წარმოება 1940 წელს. დაბალი, გამავალი ხაზები ასახავდა ლიონის მიერ მოტოციკლების სიყვარულს და წააგავდა თვითმფრინავის დიზაინის ტექნიკას, რომელსაც ის ომის დროს კარგად დაეუფლა.

XK120-ს ჰქონდა ვერტიკალური, ოვალური ცხვირი, რომელიც გახდა Jaguar-ის ხელმოწერა მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში.

E-type

ეს საკულტო მოდელი გამოჩნდა 1961 წელს ჟენევის ავტოშოუზე. მთლიანად ხელნაკეთი მანქანა მაშინ “77RW” პროტოტიპის სახელით წარდგა, დღეს ის უძველეს E-type-დ ითვლება მსოფლიოში.

E-type

დახვეწილი, ორიგინალური დიზაინის გამო ეს მანქანა მისი კონკურენტი ბრენდების შემქმნელებსაც კი განსაკუთრებით მოსწონდათ. თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც სარბოლო მანქანა და ამ მიმართულებით წარმატებებსაც აღწევდა, თუმცა მოგვიანებით ჩვეულებრივ გზებზეც მშვენივრად დადიოდა და სტანდარტული სპორტული ავტომობილების კატეგორიაშიც გავიდა.

C-Type

C-Type უდავოდ იყო თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი სარბოლო მანქანა. მისი მსუბუქი დიზაინის უკან აეროდინამიკოსი მალკოლმ საიერი იდგა. მისი წყალობით,  C-Type იწონიდა დაახლოებით 25% –ით ნაკლებს, ვიდრე XK, რომლის ბაზაზეც ეს მოდელი იყო დაფუძნებული.

C Type

C-Type არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შესრულების დონითაც გამორჩეული მანქანა იყო. 1951 წელს მან Le Mans-ის ბრძოლა მოიგო. თუმცა ამ მოდელის ყველაზე კარგ შესრულებად დღემდე 1953 წელს გამართული რბოლა სახელდება, რადგანაც ამ დროისთვის მას კიდევ უფრო მსუბუქი სხეული ჰქონდა.

D-Type

D-Type იყო პირველი, რომლისთვისაც Jaguar-მა გამოიყენა მონოკოკური კონსტრუქცია – ანუ ისესხა ტექნიკა თვითმფრინავების დიზაინიდან.

D Type

აეროდინამიკოსმა, მალკოლმ საიერმა კიდევ ერთხელ აიღო პასუხისმგებლობა მანქანის დიზაინზე. მან გამოიყენა მოწინავე აეროდინამიკური პრინციპები სენსაციური, მსუბუქი ფორმების შესაქმნელად. მონოკოკური კონსტრუქცია, რომელიც დღესაც გამოიყენება ავტოსპორტში, იყო D-Type-ის განუყოფელი თვისება. ეს გულისხმობს ცენტრალურ „კაბინეტს”, რომელშიც მძღოლი ზის, ძირითადი მექანიკური კომპონენტები კი მოთავსებულია წინა და უკანა ნაწილებში.

Mark II

60-იან წლებში სპორტული სალონის სეგმენტისთვის მიმზიდველი ავტომობილი გამოჩნდა – Mark II. D-Type-ს წარმატებით შთაგონებული Mark II ანალოგიურად მკაცრი დიზაინის იყო.

Mark II

ბრიტანული სარბოლო მწვანე ფერი – Jaguar-ის საფირმო ნიშა

როგორც წესი, ავტოკომპანიები მანქანებს აწარმოებენ, Jaguar-მა კი არა მხოლოდ უნიკალური მანქანები, არამედ ფერიც კი შეარჩია. ზოგადად, ოფიციალურ წყაროებში მას ჩვეულებრივ, მწვანეს ეძახდნენ, მაგრამ შიდა წრეებში და არაფორმალურად, „ბრიტანულ სარბოლო მწვანეს”.

ეს ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ავტოსამყაროში. იყო ასეთი ადამიანი, ჯეიმს გორდონ ბენეტ უმცროსი, რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს დააორგანიზა რბოლა და უწოდა „გორდონ ბენეტის თასი”. წესი ასეთი იყო – ვინც გაიმარჯვებდა, ის ქვეყანა ხდებოდა მომდევნო რბოლის მასპინძელი.

1902 წელს თასი მოიგო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა რბოლის მასპინძლობა, რადგან ინგლისში სიჩქარის ლიმიტი იყო 12 მილი/სთ. ეს, ფაქტობრივად, ლოკოკინას ტემპს ნიშნავდა, ამიტომ ორგანიზატორები და სპორტსმენები ირლანდიაში გადავიდნენ, სადაც სისწრაფე დაშვებული იყო. ბრიტანელმა მრბოლელებმა მანქანები შეღებეს მწვანედ, რითაც მასპინძელი „მწვანე კუნძულის” მიმართ პატივისცემა გამოხატეს. ამ მწვანეს ხან ხავსისფერს, ხან კი ბალახისფერს ამსგავსებდნენ და ასე მიიღეს პიგმენტი, რომელიც შემდგომ უკვე Jaguar-მაც გამოიყენა.

Midnight Amethyst

შემდეგ აბზაცში ისევ ფერებზე გვექნება საუბარი. Midnight Amethyst ექსკლუზიური საღებავია, რომელიც Jaguar-ის XJR-9 LM სარბოლო მანქანას, ლე მანსის რბოლაზე მონაწილე 1988 წლის გამოშვებას ამშვენებს. ის დაახლოებით იისფერს ჰგავს, თუმცა ერთი შეხედვით, პირდაპირ ასეც ვერ დაარქმევთ. ალბათ სწორედ ამიტომ უწოდეს მას Midnight Amethyst, ფერთა კომბინაცია, რომელიც შეიძლება ყველას გემოვნებას არ მოერგოს, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.

Midnight Amethyst

ამ მანქანასაც საინტერესო ისტორია აქვს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტომობილი გახდა 24 Hours of Le Mans-ის გამარჯვებული, რომელშიც მან 24 საათის განმავლობაში 394 წრე შეასრულა. სწორედ ამ მოვლენის პატივსაცემად, ბრენდმა 2023 წელს გამოუშვა სპეციალური კოლექცია და აწარმოა ზუსტად ამდენივე, მხოლოდ 394 ერთეული ავტომობილი. აღსანიშნავია ისიც, რომ შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, აღნიშნული კოლექციის მოდელი საქართველოში, GT Motors-მა წარადგინა.

1990-იანები

ამ პერიოდში Jaguar გახდა FORD-ის ახალი პრემიერავტომობილების ჯგუფის ნაწილი.

მის მფლობელობაში Jaguar-მა გააფართოვა თავისი პროდუქციის ასორტიმენტი S-Type-ის გამოშვებით 1999 წელს და X–ტიპით 2001 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფში შედიოდა Land Rover-იც. ამავდროულად, არ ჩერდებოდა მანქანების წარმოება. 1996 წელს მსოფლიომ გაიცნო პირველი Jaguar V8. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ის FORD-ის მფლობელობაში იყო, ახალ მოდელში Jaguar-ის მემკვიდრეობა ნათლად ჩანდა. XK8 გახდა ყველაზე გაყიდვადი სპორტული მანქანა იმ პერიოდში.

თანამედროვე ერა

მანქანების დიზაინი ახალ ათასწლეულში საგრძნობლად განახლდა – ის გავიდა კონსერვატიული, რეტროსპექტული დიზაინის მიღმა. ყველაფერი ეს კი Jaguar-ის მთავარი დიზაინერის, იან კალუმის დამსახურებაა, რომელიც კომპანიაში 1997 წლიდან მუშაობს.

The F‑PACE

2000-იანების მოდელებია: The 2006 XK, The Jaguar XF, The XJ, The F‑TYPE, The XE, The F‑PACE. 2021 წლის 15 თებერვალს Jaguar-მა გამოაცხადა, რომ ბრენდის დამზადებული ყველა მანქანა 2025 წლისთვის იქნება სრულად ელექტრო.

2008 წლიდან ბრენდი Tata Motors-ის, ბრიტანეთის უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებლის შემადგენლობაში შედის და არის Jaguar Land Rover-ის ერთ-ერთი House of Brand.

Jaguar I-PACE

სრულ ელექტრიფიკაციამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა უკვე გამოსულია 2024 წლის დინამიკური და მომხიბვლელი ელეტრო SUV, რომელიც ორიენტირებულია ციფრული მართვის სისტემაზე. ბრენდი აქცენტს ჭკვიან ტექნოლოგიებზე აკეთებს, თუმცა არ ავიწყდება მთავარი ნიშა, რის გამოც მისი მანქანები ხალხს უყვარს – შესრულების არაჩვეულებრივი მანერა, მართვის დინამიკა და თვალშისაცემი, სხვებისგან გამორჩეული დიზაინი.

რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.

ბოლო 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში Geely Coolray-ს 800 000 ავტომობილი გაიყიდა

Facebook-მა Poke-ის ფუნქცია განაახლა!