16
ოქტ
2018

ევა გრინი Jaguar-ის ელექტრომობილის რეკლამაში!

16 ოქტ 2018

ავტომწარმოებელმა Jaguar მორიგი რეკლამა გამოუშვა. კამპანია ახალი ელექტრომობილის I-PACE პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პირველი ორი ვიდეორგოლის მთავარი გმირი ევა გრინია. მსახიობი იაგუართან ერთად მოძრაობს და თავისი განუმეორებელი შარმით, მარტივად ახერხებს გარშემომყოფების მონუსხვას. მესამე ვიდეორგოლში სხვა მსახიობი მონაწილეობს. მთავარი გმირი პარკში იაგუართან ერთად ჩნდება, რის გამოც, გერმანული ნაგაზები შიშით გაურბიან. ალეგორიულად, ძაღლები გერმანულ ავტომწარმოებლებს უნდა ნიშნავდეს. I-PACE-ს ელექტრულ შტორმს ადარებენ, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი თავდაჯერებული, ცოტათი ქედმაღლური კამპანია “იაგუარისთვის” ბუნებრივია.

bog qulebi

 


განხილვა