4
ოქტ
2018

Jaguar-ის ავტონომიური ელექტრომობილი – UPDATE

4 ოქტ 2018

veon
veon


Waymo-მ, რომელიც ავტონომიური მართვის სისტემის დანერგვაზე მუშაობს, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დააანონსა, ტაქსის სერვისისთვის, Jaguar-ის მარკის 20,000 ერთეული თვითმართვადი ავტომობილის გამოშვება.

იაგუარის პირველი ელექტრომობილი უკვე ემზადება ამერიკის ბაზრის დასაპყრობად. როგორც შემქმნელები ამბობენ, მათ სურდათ დახვეწილი ქროსოვერი ელექტრომანქანად გარდაექმნათ. ახალ მოდელს, სრულად დამუხტვიდან, 240 მილის გავლა შეუძლია, ხოლო დამუხტვას 40 წუთს ანდომებს. ტესტ-დრაივის მსურველებმა უკვე მოსინჯეს ძალები სან-ფრანცისკოში, მომდევნო კვირას კი, ელექტრომობილი მოივლის მაიამის, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკს.

იაგუარი ერთ-ერთი ბოლო ძვირადღირებული ავტომწარმოებელია, რომელმაც ელექტრომობილების გამოშვება გადაწყვიტა. ავტომობილის ფასი $69,500-დან დაიწყება, თუმცა უფრო სრულყოფილი ვერსია, სულ მცირე, $85,900 ეღირება. როგორც აღნიშნავენ, Wyomo-ს ავტომობილის მნიშვნელოვნად გადაკეთება არ მოუწია, რადგან უკვე არსებული რესურსები გაუმჯობესების საშუალებას იძლეოდა. აღსანიშნავია, რომ თვითმართვადი სისტემა გამართულად მუშაობს მძღოლის გარეშეც.

განხილვა