in

Jaguar Land Rover-ის ავტონომიურ ელექტრომობილს გზებზე 2021 წელს გამოცდიან

veon
veon

Jaguar Land Rover-მა ახალი კონცეპტი წარადგინა. ეს არის ოთხბორბლიანი, ელექტრო, ავტონომიური, ურბანული მობილობისთვის გამოსადეგი ტრანსპორტი, სახელად Project Vector. ის შეიძლება უფრო აეროპორტში, შიდა გადაადგილებისთვის გამოსადეგ მანქანას მიამსგავსოთ, ვიდრე ქუჩაში გადაადგილების საშუალებას. თუმცა, JLR-ს მოდელი ამისთვის შეიქმნა და მის გამოცდას, პირდაპირ ქუჩაში, 2021 წლისთვის აპირებენ.

ეს არის ავტონომიური ტრანსპორტი, რომელსაც მძღოლი არ სჭირდება გადაადგილებისთვის, თუმცა, დიზაინით მსგავს ელექტრომანქანა Cruise-ისგან განსხვავებით, მას მაინც აქვს საჭე.

Project Vector-ის კარი გვერდულად იღება. აქ მგზავრებს შორის საკმაო სივრცეა. ტრანსპორტის სიგრძე ოთხი მეტრია, მისი ძრავი და ელემენტი კი მანქანის იატაკის ქვეშაა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ კომპანია დამატებით დეტალებს, ჯერჯერობით, არ ასაჯაროვებს. შესაბამისად, უცნობია ელემენტის ზომა, სიჩქარე, რომლის განვითარებაც ტრანსპორტს შეუძლია, ან სხვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დეტალები. თუმცა, ვიცით, რომ JLR ტრანსპორტის გზებზე გამოცდას 2021 წლისთვის გეგმავს.

დინამო ბათუმის ლოგო განახლდა – გია ბოხუას ნამუშევარი

“არსობრივად ყველა ჩემი ნამუშვარი განცდებს უკავშირდება” – ნათია ბენაშვილი #თაობა