in

Jaguar-მა ელექტრომობილების ახალი, კონცეპტუალური სერია წარადგინა

ყველასთვის ცნობილ და საოცნებო ბრენდს, Jaguar-ს სიახლეები აქვს! ცოტა ხნის წინ მან წარმოადგინა კონცეპტუალური ავტომობილი “Type 00″ და თავად აღწერს მას, როგორც „უნაკლოს, მოულოდნელსა და დრამატულს”. კონცეპტმანქანა Miami Art Week-ზე გამოჩნდა ორ ფერში – მაიამისებრი ვარდისფერი და ლონდონური ლურჯი, რომელიც გამოხატავს Jaguar-ის ბრიტანულ მემკვიდრეობას.

BOG
BOG

კომპანია, რომელიც ეკუთვნის Tata Motors-ს, ამბობს, რომ ავტომობილის ფორმები და პროპორციები მომავალი იაგუარების ინსპირაცია იქნება. „ეს არის იაგუარების ახალი ოჯახის საფუძველი, რომელიც განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე გინახავთ”, – აცხადებს გუნდი.

საზოგადოების ზოგიერთი ნაწილი მიესალმა ამას, როგორც ახალ მიმართულებას, სხვებმა კი გააკრიტიკეს კომპანია მემკვიდრეობასთან დაშორების გამო.

ახალ კონცეპტუალურ მანქანებს აქვს პეპლისებრი კარები, 23-დუიმიანი დისკები, რომლებზეც ამოტვიფრულია “JR”. ბენზინის ცხაურთან და საჭეზე კი ბრენდის ლოგოა გამოსახული. სახელი გამოითქმის ასე: Type Zero Zero. მას სიმბოლური დატვირთვა აქვს – პირველი ნული აღნიშნავს ნულოვან გამონაბოლქვს, მეორე კი Jaguar-ის ოჯახში ახალ სტატუსს ნიშნავს, რადგან ამ სერიაში ის ნოვატორი მოდელია.

Jaguar-ს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ამ ახალი, მთლიანად ელექტრომანქანების ფასი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის დაახლოებით 100,000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.

„ჩვენი მთავარი გზავნილია – შეცვალო საკუთარი თავი ცუდიდან კარგისკენ” – ბენდი „წრე”

როგორ ამონტაჟებდნენ ფილმებს ადრე? — Moviola-ს შექმნის ამბავი