in

Jaguar-ის რადიკალური რებრენდინგი — ახალი ლოგო, ფერები და კონცეფცია

ბრენდის ისტორია 1935 წელს დაიწყო, როცა ბაზარზე პირველი იაგუარი გამოჩნდა… თუმცა გაყიდვების ვარდნის წინააღმდეგ საბრძოლველად თამამი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და 2021 წელს გამოაცხადა, რომ 2025 წლისთვის მთლიანად ელექტრო მანქანებზე გადავიდოდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ახალ სამიზნე სეგმენტსაც ნიშნავს, რომელშიც ახალგაზრდა, მდიდარი და მდგრად მოხმარებაზე ორიენტირებული მომხმარებლები იგულისხმებიან. 

BOG
BOG

ამგვარად, 90 წლის სპორტული მანქანების ბრენდი ახლა გეგმავს, სრულად შეცვალოს თავისი იმიჯი და მდიდრულ, სრულად ელექტრო მანქანების ბრენდად იქცეს. ამბობენ, რომ მათი EV მანქანები იაგუარის არსებულ მოდელებზე ორჯერ ძვირიც იქნება! ახალი ლოგო, ფერთა სქემა, სიმბოლოები და კონცეფცია სწორედ ამ იდეის სრულყოფისთვის შეიქმნა. ამიტომ, ახლა იაგუარის რებრენდინგზე უნდა გესაუბროთ, რომელმაც აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია…

Audi-სა და General Motors-ის მსგავსად, Jaguar-ის თამამი რებრენდინგი, რომელსაც EV ხაზისთვის გამოიყენებენ, ბრენდის ნაცნობი შეხების წერტილებიდან სრულიად ახალი, ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ეპოქისკენ ინაცვლებს. შესაბამისად, კომპანიამ ჯერ კიდევ ივნისში მანქანის სამი მოდელის წარმოება შეწყვიტა, მეოთხე მოდელის წარმოება კი წლის ბოლომდე დასრულდება, რითაც ბრენდი მომავალი ელექტრო მანქანების გამოშვებისთვის დაიწყებს მზადებას. დებიუტი 2025 წლის ბოლოსთვის ან 2026 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

ახლა კი ლოგოსკენ გადავინაცვლოთ, ჩვენთვის კარგად ცნობილ იაგუარს ახლა უბრალო წარწერა JAGUAR ანაცვლებს — თანამედროვეობის ძლიერი ასახვაა გეომეტრიული ფორმებით, სიმეტრიითა და სიმარტივით, რომელიც ასოების შერწყმით ვიზუალურ ჰარმონიას გვთავაზობს.

თუმცა ასე არ ფიქრობენ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები, რის გამოც იაგუარის რებრენდინგი დებატების საგნად იქცა. ამბობენ, რომ ახალი ლოგოს შრიფტი ძალიან ჰგავს მოტოროლას ფონტს. ამასთან, აქ გამოყენებული G გუგლის ლოგოს მსგავსია, არადა, უილიან ლიონი, იაგურის დამფუძნებელი ამბობს: A Jaguar should be a copy of nothing.

რებრენდინგში ოქროსფერი ჭარბობს, თუმცა იაგუარმა მომავალი ფერთა პალიტრა მხატვრებით შთაგონებულიაო თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აქცენტს ყვითელ, წითელ და ლურჯ ფერებზე გააკეთებენ. ამ სვლას კი ბრენდი ვიდეოთი გვაცნობს:

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ფიქრობენ, რომ ისტორია მაინც იაგურის მხარესაა, რადგან მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ ადაპტირებისა და განვითარების უნარი აქვს, დაწყებული E-Type-იდან და დამთავრებული I-PACE-ით. ეს უახლესი ტრანსფორმაციაც ზუსტ დროს მოხდა, თუმცა აქ ფსონები მაღალია. ამიტომ ეს ამბავი შემდეგ კითხვას ტოვებს: დააკარგვინებს თუ არა ახალი იდენტობა იაგურს ძველ შარმს? რომლის პასუხსაც, ალბათ, დრო გვაჩვენებს…

3+30+300 – რას ნიშნავს გამწვანების ეს საზომი მსოფლიოს დიდ ქალაქებში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომლის სპონსორიც საქართველოს ბანკია, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება