ყავაზე თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, უკვე იცით ვის უნდა მიმართოთ. ჯამბო ახალი ბრენდია, რომელმაც ამ არომატულ სასმელზე ყველაფერი იცის და საკუთარ ცოდნას უგემრიელესი ყავის მომზადებით გამოხატავს.
ჯამბო რობოტია, რომელიც ყავის აპარატში ცხოვრობს და ერთი სული აქვს სტუმრებს გემრიელი სასმლით გაუმასპინძლდეს. საყვარელ საქმიანობაზე არც საუბარი ჰბეზრდება და ცოდნის გაზიარებაც ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ ადგა და ქალაქში სხვადასხვა კითხვები მიმოფანტა:
- ფლეთ ვაითი რა არის?
- ახლადმოხალული ყავა რატომ ჯობია?
- ყველა არაბიკა ერთნაირია?
ამ და სხვა კითხვებზე საპასუხოდ ჯამბო თავისთან გვეპატიჟება, თან უგემრიელესი ყავის დაგემოვნებას გვთავაზობს.
ჯამბო გამოირჩევა ხარისხით, ფასით, სტაბილური გემოთი, ცოდნით და მიდგომით საყვარელი საქმიანობის მიმართ. ბრენდის შემქმნელებს სჯერათ, რომ შეუძლებელია არ გიყვარდეს ყავა, თუ იცი რა არის ის.
ჯამბოს თვითმომსახურების აპარატების ნახვა “ნიკორა სუპერმარკეტის” ქსელშია შესაძლებელი. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია და შეკვეთაც უმარტივესად ხდება. ჯამბო ჯამში ათი სახეობის სასმელს გვთავაზობს: ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეთ ვაითი, ლატე, ლატე დარიჩინით, ცხელი შოკოლადი, ცხელი შოკოლადი დარიჩინით.
ჯამბოს ყავის მოსამზადებლად მაღალი ხარისხის მარცვლებს იყენებს: 100% არაბიკა ბრაზილიიდან, გვატემალადან, ეთიოპიიდან, რუანდიდან, კოლუმბიიდან და ინდოეთიდან. მარცვალი ადგილობრივად იხალება და იფქვება ჯამბოს აპარატში სასურველი სასმლის შეკვეთის მომენტში – რაც უმნიშვნელოვანესია ცოცხალი არომატების შესანარჩუნებლად, ყავის გემო რომ ბოლომდე გემრიელად შეიგრძნო.
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი დაპირება სტაბილური გემოა – ჯამბოს რობოტი აპარატი ბარისტასგან განსხვავებით ყავას ყოველთვის ზუსტი პროპორციით და ტემპერატურით მოამზადებს, რის შედეგადაც სასმელი ყოველთვის ერთნაირად გემრიელი იქნება.
მოკლედ, ყავაზე რაც არ უნდა გაინტერესებდეთ, იცოდეთ ვინც გეპატიჟებათ:
ჯამბო – ყავაზე ჩემთან!
დაუმეგობრდი ჯამბოს:
[R]