ყავის მოყვარულებმა ვიცით, რომ არცერთი დილა არ დგება და არც სამსახურში შესვენებას აქვს აზრი მის გარეშე. შოპინგზე სიარული, ქუჩაში სეირნობა თუ შორ მანძილზე მანქანით წასვლაც ბევრად უკეთესია, როცა თან ცხელ-ცხელი ყავა მიგაქვს.
მაგრამ სად ვყიდულობთ ისეთს, ნამდვილად გემრიელი რომაა, თან ახლად მოხალულია და წამიერად კი არ ქრება ჩვენი რეცეპტორებიდან, არამედ დიდხანს რჩება? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ხარისხიანი და სტაბილურად გემრიელი ყავის დალევა, მით უმეტეს, „თან წაღების” სერვისით, სანთლით იყო საძებარი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბაზარზე გაჩნდა ყავის თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც სწორედ ზემოთ აღწერილ გემოს გვთავაზობს. მისი სახელია „ჯამბო”. ის „ნიკორა ტრეიდის” ახალი ბრენდია და მისი მთავარი მიზანია ხარისხიანი ყავა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. ჯამბო მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი, ამიტომ როგორი ყავაც არ უნდა გიყვარდეთ, ყველანაირს იპოვით: ესპრესო, ორმაგი ესპრესო, ამერიკანო, ორმაგი ამერიკანო, კაპუჩინო, ფლეთ ვაითი, ლატე, ლატე დარიჩინით. ფასებიც მეგობრულია: 3-დან 5.5 ლარამდე, სასურველი სახეობის მიხედვით.
საინტერესოა ახალი პროდუქტის ბრენდინგიც. ჯამბო რობოტი პერსონაჟია, რომელიც „ნიკორა სუპერმარკეტში” არსებულ ყავის აპარატებში ცხოვრობს და ნამდვილი ბარისტას რეცეპტებით მომზადებულ ყავას გვთავაზობს. დამატებით დეტალებს ამ პროდუქტის შესახებ თათია ზარქუა, „ნიკორა ტრეიდის” ყავის განვითარების ხელმძღვანელი გაგვიზიარებს.
M: თათია, პირველ რიგში, ვისაუბროთ იდეაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ნიკორა ტრეიდმა ბაზარზე ახალი ყავის შემოტანა?
იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ნიკორა სუპერმარკეტში გაჩენილიყო დამატებითი ღირებულება და ის არ ყოფილიყო მხოლოდ ადგილი, სადაც საყიდლებზე მიდიხარ. სხვათა შორის, ეს კულტურა დიდი ხანია დანერგილია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოს ბაზარზე მისი დეფიციტი იყო.
ნიკორა ტრეიდმა გადაწყვიტა, პროფესიონალურად მისდგომოდა ამ საკითხს და დაისახა გეგმა, რომ თავის ქსელში შემოეტანა ისეთი ყავა, რომელიც იქნებოდა ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მართლა ძალიან გემრიელი. ნიკორას ქმნის გუნდი, რომელიც მუდმივად სიახლესა და მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული და ჯამბოს შექმნაც ამ მიდგომის გაგრძელებაა.
M: რა ქმნის ყავა ჯამბოს ხარისხს, რით არის ის გამორჩეული სხვა ყავისგან?
ზოგადად, არსებობს რამდენიმე კომპონენტი, რომლის ნაზავითაც იღებ ხარისხიან ყავას: პირველია ნედლეული, მწვანე მარცვლები. ჩვენს შემთხვევაში საყურადღებო ისაა, რომ შუამავლის გარეშე, თავად ვაკეთებთ ამ ნედლეულის იმპორტს – ვარჩევთ მარცვლებს, რომლებიც ჩამოდის ყავის მწარმოებელი ცნობილი ქვეყნებიდან: ბრაზილია, ეთიოპია, ინდონეზია და კოლუმბია.
მეორე ეტაპია მოხალვა: ეს პროცესი ლოკალურად ხდება და მას ქვეყნის წამყვანი ყავის ტექნოლოგი უძღვება, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ჩვენთან ყავა ყოველთვის ახალმოხალულია, რაც უზრუნველყოფს მდიდარი არომატებისა და ცოცხალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებას.
მესამე ეტაპია უშუალოდ აპარატში ყავის მომზადება. ჩვენი Coffee Box-ები არის საკმაოდ მაღალი ხარისხის და, ამავდროულად, იყენებს ბარისტას მომზადებულ რეცეპტებს, იმისთვის, რომ ჩამოასხას იდეალური ყავა, რომელიც ყოველთვის ერთნაირად გემრიელია. რაც მთავარია, ყავა იფქვება შეკვეთის მომენტში – რაც ასევე აისახება მის ცოცხალ გემოზე.
აქვე ვახსენებ რძის ფხვნილსაც, რომელიც გრანულების სახითაა წარმოდგენილი და საფრანგეთიდან მოდის. ის სპეციალურად შევარჩიეთ, რათა მაქსიმალურად საღ რძესთან მიახლოებული გემო ჰქონოდა. იდეალურია კაპუჩინოს, ფლეთ ვაითის და ლატეს ტიპის ყავისთვის.
M: რობოტი ბარისტა – როგორ შეიქმნა ეს პერსონაჟი და რითაა განპირობებული თავად იდეა?
ჯამბოს შემქმნელებს გვჯერა, რომ შეუძლებელია, იცოდე რა არის ყავა და მთელი გულით არ გიყვარდეს ის. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ყავის სპეციალისტებისგან. გვინდოდა, რომ უბრალოდ ყავა კი არ შეგვეთავაზებინა მომხმარებლებისთვის, არამედ ყავის შესახებ ცოდნაც გაგვეზიარებინა. გაზიარება კი პერსონაჟის მეშვეობით ყოველთვის საინტერესო გადაწყვეტაა.
სწორედ ამიტომ, ბრენდსააგენტო Headache-თან ერთად შევქმენით ყავის ექსპერტი პერსონაჟი ჯამბო, რომელსაც ყავა უზომოდ უყვარს და ამ სიყვარულს ცოდნის გაზიარებით გამოხატავს. იგი მზად არის ყველა კითხვაზე გიპასუხოთ და უგემრიელესი ყავით გაგიმასპინძლდეთ. სწორედ ამას გამოხატავს ჯამბოს სლოგანი, „ყავაზე ჩემთან“. გვეამაყება, რადგან ბაზარზე ნამდვილად გამორჩეული ყავის ბრენდი შევქმენით.
ჯამბო არის რობოტი, რომელიც თვითმომსახურების აპარატებში ცხოვრობს და, გარდა იმისა, რომ გემრიელ ყავას უმზადებს ადამიანებს, ის ასწავლის მათ ყველა იმ დეტალს, რაც ჩვენმა გუნდმა იცის ყავაზე: მაგალითად, რატომაა ახალმოხალული ყავა სხვაზე უკეთესი, ყველა არაბიკა რატომ არ არის ერთნაირი, რა სხვაობაა მათ შორის და ა.შ.
ერთი სიტყვით, გვინდოდა, მაქსიმალურად ინტერაქციაში შევსულიყავით მომხმარებელთან, გადაგვეცა ის ცოდნა, გამოცდილება, რაც გვაქვს და ამისთვის გამოვიყენეთ პერსონალიზებული მიდგომა.
M: როგორია იმ მომხმარებლის უკუკავშირი, რომელმაც უკვე დააგემოვნა ჯამბოს ყავა?
უკუკავშირი ძალიან დადებითი გვაქვს. მომხმარებლები ინტერაქციაში აქტიურად შემოდიან ჩვენს პოსტებზე სოციალურ ქსელებშიც და ძალიან სასიამოვნოა ამ დადებითი გამოხმაურებების წაკითხვა. უკვე ბევრმა გასინჯა ჯამბო და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი დააგემოვნებს და შეიყვარებს,
M: სად შეიძლება ჯამბოს ყავის დაგემოვნება ახლა და როგორია განვითარების სამომავლო გეგმები?
ჯამბოს ყავის დაგემოვნება შესაძლებელია ნიკორა სუპერმარკეტის 100 ფილიალში, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, ურეკში, ფოთსა და სხვა ქალაქებში. წლის ბოლომდე გვსურს ჯამბოს აპარატები დამატებით 100 ფილიალში განვათავსოთ, მთელი საქართველოს მასშტაბით.
შემოდგომაზე კი ვგეგმავთ დაფასოებული ყავის გაყიდვას, როგორც ნალექიანი, ისე ესპრესოსა და ფილტრის აპარატებისთვის, რომელიც იმავე პრინციპით იქნება მომზადებული – რჩეული მარცვლებით, ადგილობრივი მოხალვით და ხარისხზე ორიენტირებით. ამასთან, გვექნება დეკაფი, იგივე უკოფეინო ყავა, რომელიც საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მის შეძენას ნიკორა სუპერმარკეტთან ერთად „ლიბრეშიც” შეძლებთ.
გვჯერა, რომ ჩვენი მომხმარებელი დღის ნებისმიერ მომენტში იმსახურებს გემრიელ ყავას, ამიტომ “takeaway coffee-ს” და დაფასოებული ყავის თანაბრად განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია.
[R]











