19
Jun
2019

Aston Martin-ის ახალი მოდელი for Bond, James Bond

19 Jun 2019

Aston Martin-მა აგენტ 007-ის, ჯეიმს ბონდის ახალი მანქანა გამოუშვა. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, მისი ღირებულება £1.5 მილიონია.

Photo Credit: Mirror

Bond-ის ახალი ავტომობილი გაჯეტებით, კომპანია Aston Marti-მა Valhalla-ს სახელით წარადგინა . . . და მძაფრ შეგრძნებებზე [ოფიციალური] ლიცენზია გასცა“, – წერს გამოცემა.

Photo Credit: Mirror

ავტომობილი სპეციალურად შექმნილ V6 ბენზინის ძრავზე მუშაობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 321.869 კმ/ს-ია. სუპერ გმირის, სუპერ მანქანის სალონში, თანამედროვედ აღჭურვილი და დახვეწილი ინტერიერის გარდა, მაღალტექნოლოგიური ეკრანია დამონტაჟებული. სწორედ მისი დახმარებით ებრძვის აგენტი მტრებს. ახალი Valhalla 0-დან, დაახლოებით, 95 კმ-მდე, 3 წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება.

Photo Credit: Mirror

25-ე ფილმი ჯეიმს ბონდის შესახებ, რომლის სათაურიც ჯერ ისევ უცნობია, 2020 წლის აპრილში გამოვა. სწორედ ამ ეპიზოდში იხილავს მაყურებელი ახალ Valhalla-ს.

განხილვა