22
Aug
2019

ჯეიმს ბონდის 25-ე ეპიზოდის სახელი ცნობილია

22 Aug 2019

ჯეიმს ბონდის 25-ე ეპიზოდს “No Time to Die” [სიკვდილის დრო არ არის] ერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს. ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, აგენტი 007 – ისევ დენიელ კრეიგი. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერ ჯაშუშის როლს მსახიობი ბოლოჯერ ასრულებს.

 

ჯეიმს ბონდის 25-ე თავგადასავალს, მაყურებელი, 2020 წლის აპრილში იხილავს. ამ ეპიზოდში აგენტი 007, საიდუმლო მისიებს, უახლესი Aston Martin Valhalla-თი შეასრულებს.

 

განხილვა