in

ნახეთ: ჯეიმს ვების ტელესკოპის მინიატურული მოდელი

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი დედამიწისგან ძალიან შორს გაეშვა… მისი “მონატრებით” გამოწვეული განწყობის შესამსუბუქებლად კი Etsy Houha Designs-მა წარმოუდგენლად დეტალური მინიატურული ტელესკოპი შექმნა, რომლის აწყობაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.

BOG
BOG

მთელი მოდელი ლაზერით მოჭრილი მქრქალი მუყაოს ფურცლებისგან შედგება, რათა წებოვნებაც შეინარჩუნოს. მართალია, ნამდვილი ტელესკოპის სრულყოფილ ვერსიამდე მიყვანას ძალიან ბევრი წელი დასჭირდა… თუმცა აღნიშნული მინიატურული მოდელის აწყობა 14 წლის ასაკის ბავშვებს უპრობლემოდ შეუძლიათ. მიღებული ტელესკოპისა და მისი წაგრძელებული ექვსკუთხა ფუძის ზომა კი 20x12x12 სანტიმეტრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ რევოლუციური ტელესკოპი ინდუსტრიაში ყველაზე მოწინავე ნამუშევრად ითვლება, რომელიც ოდესმე გაშვებულა კოსმოსში (ბოდიში, ჰაბლ). ის იმდენად განვითარებულია, რომ “წარსულის დანახვაც” კი შეუძლია — უდიდესი სარკეები იმ სინათლეს ასახავს, რომელმაც ჩვენამდე მოსაღწევად 13.7 მილიარდი წელი იმოგზაურა. ფაქტობრივად, სამყაროს დასაბამზე ვიწყებთ დაკვირვებას.

ადამიანთა უმეტესობა ილუზორულ სახეებში კაცს ხედავს

რა არის თანამშრომელთა Gig აზროვნება და როგორ ეხმარება ის კომპანიის განვითარებას?