in

ჯეიმს ვების ტელესკოპის სარკე — კაცობრიობის ინოვაციური თვალი კოსმოსში!

ის 6.5 მეტრის სიგანისაა და 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან შედგება

ჯეიმს ვების ტელესკოპის კოსმოსში გაშვება მთელი მსოფლიოსთვის ისტორიული მომენტი იყო. 25 დეკემბერს ამ გაშვებით დაიწყო დიდი ხნის დაგვიანებული, პოტენციურად გარდამტეხი მისია ადრეული სამყაროს, ახლომდებარე ეგზოპლანეტებისა და სხვათა შესასწავლად… თუმცა ვიდრე ამ ყველაფერს მივიღებთ, ტელესკოპს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

ტელესკოპის ცენტრალურ ნაწილს მისი უზარმაზარი ძირითადი სარკე, ჩაზნექილი სტრუქტურა წარმოადგენს, რომელიც 6.5 მეტრის სიგანისაა და 18 პატარა ექვსკუთხა სარკისგან შედგება. ისინი დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან, რომელიც სამყაროს შორეული მონაკვეთებიდან ინფრაწითელი სინათლის ასახვისთვის არის ოპტიმიზებული. ამასთან, მისი მემბრანები შედგება კაპტონისგან, მასალისგან, რომელიც ცნობილია მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობით.

ასევე, ტელესკოპს აქვს ოთხი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელსაც ორი ძირითადი მიზანი აქვს: კოსმოსური ობიექტების ასახვა და სპექტროსკოპია. სარკე და ინსტრუმენტები ხუთფენიანი მზის ფარით არის დაცული, რომელიც ბუდის ფორმისაა და ჩოგბურთის კორტის ზომაზეა გაშლილი. მისი მემბრანები შედგება კაპტონისგან, მასალისგან, რომელიც ცნობილია მაღალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობით.

ყველა ცალკეული სარკის სეგმენტის განლაგების დასრულების შემდეგ დეტალური ოპტიკური სარკის გასწორების პროცესი იწყება, რომელსაც დაახლოებით 3 თვე სჭირდება. პარალელურად, როდესაც ტემპერატურა საკმარისად ცივი იქნება, თითოეული ინსტრუმენტის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი დაიწყება.

ამ ყველაფრის ფონზე გასათვალისწინებელია ერთი საფრთხილო მომენტი — მასიური კოსმოსური ობსერვატორია მზის გარშემო ქაოტურ ორბიტაზე იმოძრავებს. შესაბამისად, მას უამრავ კოსმოსურ ნაგავთან მოუწევს გამკლავება და NASA-ს თქმით, შეჯახებები გარდაუვალი იქნება. მართალია, დროთა განმავლობაში ტელესკოპის სარკეებზე მცირე დაზიანებები აუცილებლად გაჩნდება, თუმცა როგორც კოსმოსური სააგენტო განმარტავს, ის მცირე დაზიანებებს მარტივად გადაურჩება.

საგულისხმოა, რომ NASA-მ სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნა, სადაც მონაცემებზე ორიენტირებული ინფოგრაფიკი ვების მოგზაურობის მონაცემებს აჩვენებს. და იმედია, ტელესკოპისგან მიღებულ კოსმოსურ ფოტოებსაც მალე იხილავს კაცობრიობა — იდუმალებით სავსე სივრცეს ახალი, ინოვაციური თვალით შევხედავთ!

11 ტენდენცია, რომელიც 2022 წელს, სამუშაო გარემოს ჩამოაყალიბებს

თბილისის “ლოკომოტივის” Esports-ის გუნდმა ისტორიული სადებიუტო მატჩი “აიაქსის” წინააღმდეგ გამართა