in ,

ჯეიმს ვების ტელესკოპის სატესტო ფოტოებში მისი პირველი სელფიც გამოჩნდა

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უკვე დედამიწიდან მილიონი მილის მანძილზე იმყოფება და იქიდან გვიგზავნის თავის პირველ სელფის — მისი საკულტო სარკისა და ახლო ინფრაწითელი კამერის გამოცდის შემდეგ.

M2
M2

ვების გუნდის თქმით, გამოსახულებების გარკვეული ბუნდოვანება მოსალოდნელი იყო, რადგან ტელესკოპი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაშია, ვიდრე ზაფხულისთვის მონაცემების შეგროვებას და სამეცნიერო დაკვირვებებს დაიწყებს… სწორედ ამ დროიდან უნდა ველოდეთ ჩვენი სამყაროს კაშკაშა ახალი სურათების გამოქვეყნებას.

ამ ეტაპზე კი ტელესკოპის ამოცანა ახლო ინფრაწითელი კამერის, ანუ NIRCam-ის გამოცდა იყო. ვებმა თავისი სარკეები ურსას დიდ თანავარსკვლავედში მდებარე ერთი ნათელი ვარსკვლავისკენ მიმართა, სახელწოდებით HD 84406. “ეს ვარსკვლავი სპეციალურად შეირჩა, რადგან მისი იდენტიფიცირება ადვილია და სხვა ვარსკვლავების ნათებით არ არის გარემო გადატვირთული”, — აცხადებს ვების გუნდი.

18-პუნქტიანი მოზაიკა არის შედეგი იმისა, რომ ტელესკოპმა 25 საათის განმავლობაში 1560 ფოტო გადაიღო… თუმცა ობსერვატორიამ ვარსკვლავის პოვნა პირველი ექვსი საათის განმავლობაში შეძლო და მხოლოდ 16 სურათი გამოიყენა.

სარკის სელფი კი NIRCam-ის შიგნით მოთავსებული სპეციალური ლინზითაა გადაღებული, რომელსაც პირველადი სარკის ჩვენება შეუძლია. ობიექტივი ძირითადად შექმნილია დიზაინისა და რეგულირებისთვის… NASA-ს მიერ გაზიარებული პირველი ფოტოები ასტრონომებს დაეხმარება, დარწმუნდნენ, რომ სარკეები სრულყოფილად არის გასწორებული — ვიდრე ობსერვატორია ეგზოპლანეტებისა და შორეული გალაქტიკებისკენ მიმართავს ფოკუსს და სამუდამოდ შეცვლის სამყაროს ხედვას.

“მთელი გუნდი აღფრთოვანებულია იმით, თუ რამდენად კარგად მიდის გამოსახულების მიღებისა და ტელესკოპის დაყენების პირველი ნაბიჯები. ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით NIRCam-ში შემომავალი სინათლის დანახვით”, — აცხადებს მარსია რიკეტი, NIRCam ინსტრუმენტისა და Regents-ის მთავარი მკვლევარი.

გიგა ჭიკაძე UFC-ს ვიდეოთამაშში დაამატეს

ტუსა ღარიბაშვილმა მოდულარული ფერმის პროტოტიპი შექმნა