in

ნახეთ: ჯეიმს ვების სპირალური გალაქტიკის ფოტოები

დიახ, ჯეიმს ვების ტელესკოპი აქტუალობას არ კარგავს და ყოველდღიურად საოცარ სურათებს გვიაზიარებს. მართალია, ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე სურათია გამოქვეყნებული, მაგრამ ეს მეცნიერებს მის სიღრმისეულ კვლევაში ხელს საერთოდ არ უშლის. მათ შორისაა ჯუდი შმიდტი, რომელიც უკვე წლებია, რაც კოსმოსის ნედლ მასალებს თვალწარმტაც სურათებად გარდაქმნის. 

M2
M2

სწორედ ჯუდის დამსახურებაა ის, რომ ახლა ორი სპირალური გალაქტიკის სურათს ვხედავთ. NGC 628 ცნობილია, როგორც ფანტომური გალაქტიკა, NGC 7496 კი პირველთან ერთად ირმის ნახტომთან საკმაოდ ახლოს არის. ორივე მათგანი დაკვირვების საგანია, როგორც ახლომდებარე გალაქტიკებში ფიზიკის მაღალი კუთხური გარჩევადობის კვლევის ნაწილი (PHANGS), რათა ახალგაზრდა ვარსკვლავებსა და ცივი მოლეკულური აირების ღრუბლებს შორის კავშირი დაადგინონ.

NGC 628

PHANGS-ში წვლილის შეტანა Webb-ის ერთ-ერთი ადრეული დავალება იყო და ეს ფოტოები აღფრთოვანებას უკვე იმსახურებს. NGC 628 ჩვენს ცაზე ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გალაქტიკაა და ცნობილია, როგორც დიდებული დიზაინის სპირალური გალაქტიკა. სულ რაღაც 32 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული, რაც მის შესწავლას ბევრად მარტივსაც ხდის. წინა კვლევების მიხედვით, გალაქტიკის მკლავები ვარსკვლავის წარმომქმნელი აირებით არის სავსე, ასტრონავტებმა აქ სამი სუპერნოვაც კი დააფიქსირეს… 

NGC 628

რაც შეეხება NGC 7496-ს, იგი ჩვენგან 24 სინათლის წლით არის დაშორებული და მას ზოლებიან სპირალურ გალაქტიკას უწოდებენ. თვლიან, რომ ეს გალაქტიკის დისკზე არსებული არათანაბარი სიმკვრივის შედეგია. უფრო მკვრივი რეგიონი კი ვარსკვლავებს ზოლების შესაქმნელად იზიდავს. სწორედ ამიტომ, ამ ადგილებს ვარსკვლავების წარმოქმნის რეგიონად მიიჩნევენ, შესაბამისად, იგი მათი შესწავლისთვის შესანიშნავ ლაბორატორიასაც წარმოადგენს. 

NGC 7496

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ვების სურათები ჰაბლის ტელესკოპისგან განსხვავებულია, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი განსხვავებული სინათლის რეჟიმებით მუშაობდნენ. ჰაბლი ოპტიკური და ულტრაიისფერი ინსტრუმენტია, ხოლო ვები ინფრაწითელი, რაც მას მტვრისა და აირის მიერ დაფარული შუქის ასახვის საშუალებას აძლევს. გამოდის, ეს ორი ტელესკოპი ერთმანეთს ავსებს — ჰაბლი აირებს იღებს, ვები კი მასში არსებულ ახალშობილ ვარსკვლავებს ხედავს. 

NGC 7496

დიახ, ჩვენ კოსმოსური მეცნიერების ახალ ეპოქაში ვართ… ჯეიმს ვების ტელესკოპმა ყველაზე შორეული გალაქტიკა უკვე აღმოაჩინა, ახლა კი ეს სპირალური გალაქტიკის ფოტოები ყველაზე დეტალური ინფრაწითელი გამოსახულებებია მათ შორის, რაც კი ოდესმე გვინახავს. 

მეცნიერები ვების მონაცემებს ჯერ კიდევ აანალიზებენ და ახალი მასალების მიღებასაც მოუთმენლად ელიან… სპირალური გალაქტიკების ახალი სურათები კი შმიდტის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. 

იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე — „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია

„კატანაკატა“ – მაშკა დავლიანიძის ხელნაკეთი კიმონოები, რეციკლირებული მატერიისგან