14-წლიანი ლოდინის, შეფერხებისა და განვითარების შემდეგ NASA-მ საბოლოოდ შეძლო ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება. შობის დილას კურუსთან, საფრანგეთის გვიანაში მდებარე სადგურში ყველაფერი მზად იყო ამ ისტორიული მომენტისთვის და ყველაფერმა მართლაც წარმატებით ჩაიარა.
ტელესკოპი Ariane 5 რაკეტის შიგნით იყო მოთავსებული. 29-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, Ariane5-ის რაკეტა ტელესკოპს თავის ორბიტაზე, პლანეტიდან დაახლოებით 2 მილიონი კილომეტრის დაშორებით გაიყვანს. ეს ტელესკოპს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი დაინახოს, ვიდრეს ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს შეეძლო… ეს უკანასკნელი დედამიწისგან სულ რაღაც 500 კილომეტრით იყო დაშორებული, რაც დღეისათვის საკმაოდ მწირ მასშტაბად აღიქმება.

როდესაც ტელესკოპი დანიშნულების ადგილს მიაღწევს, მკვლევრები შეძლებენ, დააკვირდნენ შავ ხვრელებს, სამყაროს ზოგიერთ უძველეს გალაქტიკას და შეაფასონ სხვადასხვა ეგზოპლანეტა. ამასთან, ჰაბლი ძირითადად ოპტიკურ და ულტრაიისფერ ტალღებზე მუშაობს.
საგულისხმოა, რომ NASA, ამ პროექტის შემუშავებისთვის, ევროპისა და კანადის კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობდა. ალბათ, თქვენთვის ცნობილია, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენი შეფერხება განიცადა ტელესკოპმა. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო იმედოვნებდა, რომ მისი გაშვება ჯერ კიდევ 2007 წელს იგეგმებოდა, შემდეგ – 2016 და 2019 წლებში, თუმცა საბოლოო მცდელობაზე დიდი გავლენა იქონია Covid-19-ის თანმდევმა შეზღუდვებმა.













